2.სტანდარტული გაკვეთილი მე 2 კლასში
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:ვერიკო მასურაშვილი,პ/ნ 43001024939
საგანი:ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/II ა კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 13 (ცამეტი)
სსსმ მოსწავლე : არ მყავს
გაკვეთილის თემა: ცხოველების გაცნობა
გაკვეთილის მიზანი:
Ø ლაპარაკისა და კითხვის უნარის განვითარება
Ø ლექსიკური მასალის ათვისება
Ø მოსმენილი მასალის აღქმა და შესაბამისი ინტონაციით კითხვა
Ø სასწავლო მასალის ყოველდღიურობასთან დაკავშირება
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
საწყისი ფაზა
ვესალმები კლასს და ვაცნობ გაკვეთილის თემას,მიზანსა დაშეფასების კრიტერიუმებს.
წინარე ცოდნის გააქტიურება:
1. დაფიქრდი და გამოიცანი-მოსწავლეებს ვუჩვენებ გარეული ცხოველების პლაკატს და
მივმართავ შეკითხვით :
ა.რას ხედავთ სურათზე?
ბ.დაასახელეთ თქვენთვის ნაცნობი ცხოველები და აღწერეთ ისინი?
2 ვუჩვენებ მუსიკალურ ვიდეო თამაშს ,სადაც მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ ცხოველები ხმის მიხედვით.
3 ნახატთან შესაბამისი სიტყვების მოძებნა- ვურიგებ ფურცლებს,რომლის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ცხოველები,მარცხენა მხარეს კი მათი სახელწოდება.მოსწავლეებს ეძლევათ ერთი წუთი რომ დააკავშირონ სწორად ერთმანეთთან.
4 განასახიერე სიტყვა და დაასახელე :
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენოს სხეულის ნაწილებითამაშით:„შეეხე შენს თავს..ხელს...’’
და მიუთითონ საკუთარ სხეულზე.
|
ვერბალურიახსნა
1.ვარაუდის გამოთქმა
1.ბ ცოდნა –გაგება
2.გონებრივი იერიში
3.წაიკითხე და დააკავშირე
4.საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება
|
საერთოსაკლასო
ინდივიდუალური
4.საერთო საკლასო
|
დაფა;
მარკერი;
პროექტორი;
კომპიუტერი;
აუდიო-ვიდეო მასალა;
4.სხეულისენის გამოყენება
|
15
|
2
|
სიღრმისეული წვდომა:
1. ვაცნობ სასწავლო მასალას და ხმამაღლა გამოვთქვამ ახალ სიტყვებს თემასთან დაკავშირებით - მოსწავლეები იმეორებენ.
2. მოსწავლეები ეკრანზე ნაჩვენებ დასურათებულ ტექსტს აკვირდებიან.
გამოთქვამენ ვარაუდს რის შესახებაა ტექსტი
3. უსმენენ აუდიო-ვიდეო მასალას და შემდეგ იმეორებენ დიალოგს .
4. ინაწილებენ როლებს და შესაბამისი ინტონაციით კითხულობენ დიალოგს.
5. ვუსვამ შეკითხვებს წაკითხული თემის ირგვლივ :
ა. რომელ ცხოველს აქვს გრძელი კისერი?დიდი ყურები..?
ბ.რომელი ცხოველია ყველაზე მაღალი ტექსტის მიხედვით?
6. მასწავლებელი კალათიდან მაგიდაზე აწყობს სიტყვათა ბარათებს ახალი
ა. ცხოველები, სხეულის ნაწილები;
მოსწავლეებმა უნდა დააჯგუფონ გარკვეული კატეგორიის მიხედვით
7. ვხაზავ ვენის დიაგრამას,მოსწავლეებს ვთხოვ დაასახელონ ორი ცხოველი და ჩამოწერონ მათი მსგავსი და განსხვავებული ნიშან -თვისებებს;შეადარონ ისინი ერთმანეთს.
|
1.არაპირდაპირი
სწავლება;
4.1 როლური თამაში
6.1 კატეგორიზ
აცია
7.1 ანალიზი
|
1 საერთოსაკლასო
4.1მუშაობა ჯგუფში
6.1ინდივიდუალური
7.1საერთო საკლასო
|
პროექტორი; კომპიუტერი;წიგნი;აუდიო ვიდეო მასალა;
აუდიო- ვიდეო მასალა;
მარკერი;
ფერადი წებოვანი ფურცლები;
მარკერი;
დაფა;
|
20წთ
|
3
|
რეფლექსია:
გაკვეთილის ბოლოს დავუსვამ შეკითხვებს :
ა. რის შესახებ იყო გაკვეთილი?
ბ. რომელი ცხოველებია ტექსტში ნახსენები?
გ.მოსწავლეები უსვამენ ერთმანეთს შეკითხვებს : რომელია შენი საყვარელი ცხოველი და რატომ?
|
1.1 ინსტრუქტაჟი
|
1.1 საერთოსაკლასო
|
1.1.პლაკატი
ცხოველების შესახებ
1.3. ვიდეო მასალა
|
5 წთ
|
4
|
საშინაო დავალება :
სამუშაო წიგნში გვ.72 #1.მოსწავლეები სურათის მიხედვით გამოიცნობენ სიტყვებს და დაწერენ შესაბამისი სურათის გვერდით
#2. მოსწავლეები დაასრულებენ წინადადებებს ყუთში მოცემული სიტყვებით
|
1.1 ინსტრუქტაჟი;
სიტყვებზე
მუშაობა;
|
1.1 ინდივიდუალური
|
1.1 სამუშო წიგნი;
ლექსიკონი;
|
2წთ
|
5
|
მასწავლებლის შეფასება :
Ø გაკვეთილისმსვლელობისას ყურადღებით დავაკვირდები მოსწავლეთა ჩართულობას გაკვეთილის პროცესში და გაკვეთიის ბოლის მივცემ განმავითარებელ შეფასებას.
|
Ø მკაფიოგანმარტების მიცემა
Ø წახალისებისფორმა
|
Ø ინდივიდუალური
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსმენა
უცხ.დ.II.2 მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მინი დიალოგის გაგება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მოსწავლე ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
კითხვა
უცხ.დ.2.5 მოსწავლეს შეუძლია სიტყვების ,წინადადებების გაშიფრა - წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
· შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს სიტყვებს, მოკლე ფრაზებს.
· შიფრავს სიტყვებს,მოკლე წინადადებებს.
წერა
უცხ.დ.2.7 მოსწავლეს შეუძლია ასოების,სიტყვების,წინადადებების წერა.
შედგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
· ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით(გამოტოვებული სიტყვებით)
ლაპარაკი
უცხ.დ.2.9 მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების,ჟღერადობის,ინტონაციის აღქმა,მიბაძვა-გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
· ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას.(ინტონაციას,მიმიკას ჟესტიკულაციას,რიტმულ მოძრაობებს)
· იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს,სიტყვებს,მოკლე ფრაზებს,ენის გასატეხებს.
უცხ.II.2.10 მოსწავლეს შეუძლიათ მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე :
· მოკლედ პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
შეფასება : განმავითარებელი
მოსწავლე
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და გამოვლენილი აქტიურობა
|
შინაარსობრივი მხარე
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
თანამშრომლობა
|
მასწავლებლის თვითშეფასება
№
|
კრიტერიუმები /ქულები
|
1
|
2
|
3
|
1
|
გაკვეთილისმიზანიგასაგები, კონკრეტულიდარეალისტურიიყო
| |||
2
|
აქტივობებიემსახურებოდამიზნისმიღწევას
| |||
3
|
გაკვეთილისდაწყებაიწვევდამოსწავლეთამოტივაციას
| |||
4
|
მოსწავლეთაორგანიზებისფორმახელსუწყობდამიზნისმიღწევას
| |||
5
|
გამოყენებულირესურსებიიწვევდამოსწავლეთამოტივაციასდააქტიურჩართვასსაგაკვეთილოპროცესში
| |||
6
|
შეფასებისშედეგადმიღებულიშედეგებიშეესაბამებოდამიზანს
| |||
7
|
გათვალისწინებულიიყომოსწავლეთაინტერესებიდაშესაძლებობები
| |||
a8
|
ჩემისაუბარიარაჭარბებდამოსწავლეთასაუბარს
| |||
9
|
ვიჩენდიყველამოსწავლისადმითანაბარყურადღებას
| |||
10
|
ვიყენებდიაქტიურიმოსმენისტექნიკას
| |||
11
|
ვაძლევდიმოსწავლეებსგანსაზღვრულდროსკითხვებზეპასუხისგასაცემად
|
თარიღი: 16.03.2018
ინგისური ენა
კლასი 2 ა
რეფლექსია
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო ’’ გავიცნოთ ცხოველები’’
გაკვეთილის მიზანი იყო მოსმენისა და კითხვის სტრატეგიების განვითარება უცხო ტექსტის გასაგებად; ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება; ზეპირად და წერილობით ვარაუდის გამოთქმა საკითხისადმი და ლექსიკური მასალის ათვისება.
გაკვეთილის სტრუქტურირების სტრატეგიებიდან გამოვიყენე არაპირდაპირი სწავლება.მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები აგებდნენ ცოდნას,რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.ვფიქრობ რომ აქტივობები იყო კლასის ორგანიზების ფორმებთან შესაბამისი.
გაკვეთილზე გამოვიყენე სწავლების ინდუქციური მიდგომა.გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებითა და საინტერესო რესურსებით,რამაც მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი აამაღლა.მოსწავლეებმა თავი გაართვეს დავალებებს .რის საფუძველზეც ვფიქრობ საბოლო შედეგი იქნა მიღწეული.
გამოწვევის ფაზაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით გამოვიყენე მოსწავლეებისთვის საინტერესო დასურათებული სლაიდები,რომელიც უკავშირდებოდა უკვე შესწავლილ თემას.გამოვიყენე ვიდეო თამაში,რამაც ერთიორად გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა,ასევე აქტივობები, რომლებიც მოითხოვდა ვარაუდის გამოთქმას,კითხვებზე პასუხის გაცემას,სხეულის ენის გამოყენებას .
გაკვეთილის პროცესში ვცდილობდი ვყოფილიყავი კარგი ფასილიტატორი.ვეხმარებოდი მოსწავლეებს და მინიშნებებით ვაძლევდი საშუალებას გამოეთქვათ საკუთარი შეხედულებები,ვარაუდები.
ვთვლი,რომ ჩემ მიერ მიწოდებული ინსტრუქციები თითოეული მოსწავლეთათვის კარგად გასაგები იყო.გაკვეთილზე გამოვიყენე კლასის ორგანიზების სხვადასხვა ფორმა; საერთო საკლასო,ინდივიდუალური და ჯგუფში მუშაობა.მოსწავლეებმა გაართვეს თავი კლასში შესასრულებელ დავლებებს და არ დამჭირდა ქცევის წესების შეხსენება .
ვფიქრობ ,ჩემ მიერ გამოყენებული მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი იყო მოსწავლეთათვის საინტერესო, რამაც ხელი შეუწყო საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვას.(სახელმძღვანელო,სლაიდები,საგაკვეთილო ვიდეო თამაში,სამუშაო ფურცელი,ფერადი წებოვანი ფურცლები)
სიღრმისეული წვდომის ფაზაში მოსწავლეები გაეცნენ ახალ ინფორმაციას ცხოველების შესახებ.სააზროვნო რუკისა და ვენის დიაგრაის გამოყენებით ახალი მასალის ათვისება მეთად გაუადვილდათ.გაიმდიდრეს ლექსიკა.გამოხატეს საკუთარი განწყობა– დამოკიდებულება თითოეული ცხოველის მიმართ.
გაკვეთილზე გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება.სიტყვიერი კომენტარით შევაფასე როგორც თითოეული მოსწავლე ასევე ჯგუფში მომუშავე მოსწავლეები.ავღნიშნე მათი ძლიერი მხარეები და მივეცი რეკომენდაციები.
გამოიკვეთა ერთი საკითხი რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო შემდეგი გაკვეთილების მსვლელობისას.ვფიქრობ, უფრო მეტი ყურადღება უნდა გამემახვილებინა ნაკლებად ჩართულ რამდენიმე მოსწავლეზე .მოსწავლეთა მაღალი აქტიურობის გამო შედარებით გამომრჩა ყურადღებიდან,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.ჩემი პედაგოგიური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მოვისმენ და გავითვალისწინებ კოლეგების აზრს.
მასწავლებლის ხელმოწერა: /ვ.მასურაშვილი/
05.04.2018
No comments:
Post a Comment