2022 წლის 23 დეკემბერს შპს ინტერნაციონალური მაარიფის სკოლაში მე-3/4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი ინგლისურ ენაზე "წითელქუდა" და "ლომი და თაგვი" რომელსაც ვხელმძღვანელობდი მე, ინგლისური ენის პედაგოგი ვერიკო მასურაშვილი. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს პერფორმანსის დროს რაც მათთვის ერთგვარი მოტივაცია იყო სადაც საოცარი ოსტატობით ასრულებდნენ მორგებულ როლებს.
აქტივობის მიზანი იყო ნასწავლი და წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურა პრაქტიკაში გადაეტანათ და როლური თამაშის დახმარებით შემოქმედებითი უნარები გამოევლინათ თითოეული როლის შესრულებისას.
მოწვეულმა სტუმრებმა აღფრთოვანება გამოხატეს რამაც ერთგვარად გაზარდა მოსწავლეების ინტერესი სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობის მიმართ.
No comments:
Post a Comment