მთავარი

დამრიგებლის წლიური ანგარიში


IV ა კლასის დამრიგებლის ვერიკო მასურაშვილის
2019-2020 სასწავლო წლის ანგარიში
2019 წლის სექტემბრიდან ვხელმძღვანელობ როგორც დამრიგებელი ამავე სკოლის
 IV ა კლასს.კლასში სიით ირიცხება 13 მოსწავლე.7 გოგონა და 6 ვაჟი.მოსწავლეები გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით, ენთუზიაზმითა და სიახლეებისადმი დიდი ინტერესით. მოსწავლეები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასგარეშე აქტივობებში და ავლენდნენ სხვადასხვა წრეებისადმი დიდ ინტერესს.ბავშვები იყვნენ  მოწესრიგებულები, აქტიურები, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდნენ.მშობლები მუდმივად ჩართულნი იყვნენ  სწავლის პროცესში  და აქტიური თანამშრომლობით მოსწავლეთა სუსტი მხარეების გასაძლიერებლად ერთობლივად ვმუშაობდით.
სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვებთან ერთად შევადგინე კლასში ქცევის წესების სია, ვიმსჯელეთ როგორი ქცევაა სკოლაში მისაღები და როგორი არა.მოვუწოდე მისი დაცვისკენ და გამოვაკარით თვალსაჩინო ადგილას.  ასევე მოსწავლეების მხარდაჭერით მოვაწყეთ იმიტირებული არჩევნები და  ავირჩიეთ კლასის ორგანიზატორი და მორიგეები,რომელნიც კლასის წესრიგსა და მოსწავლეთა ურთიერთ დამოკიდებულებას მიაქცევდა ყურადღებას.შევხვდი მშობლებს, გავაცანი წლის მანძილზე ჩემს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და სკოლის შინაგანაწესი, სასკოლო სასწავლო გეგმა. ჩავაწერინე საჭირო  სახელმძღვანელოებისა და ნივთების ნუსხა.კვირაში ერთხელ ვატარებდი დამრიგებლის საათს,რა დროსაც ვსაუბრობდით მასში გაწერილ საკითხებზე და ასევე ისეთ თემებზე რომელიც მოსწავლეებს აინტერესებდათ,გავმართეთ დისკუსიები და თან ვსწავლობდით რაოდენ მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და პატივისცემა.სადამრიგებლო თემები გათვლილი იყო მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად , შემდეგ მიმართულებებზე:პიროვნული და მორალური განვითარება,
გარემოსდაცვითი კულტურის  განვითარება,ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, თვალსაწიერის გაფართოება, მეწარმეობის უნარის განვითარება, უსაფრთხოება და ძალადობისაგან თვისუფალი სკოლის პოპულარიზაცია.

მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იყო პროექტებზე მუშაობა და პრეზენტაციების გამართვა,თანდათან ვამჩნევდი პრეზენტაციების წარდგენისას როგორ ემატებოდათ თავდაჯერებულობა და სითამამე.არსებულმა აქტივობებმა მოსწავლეთა უმრავლესობას საკუთარი შესაძლებლობები უკეთესად დაანახა.ასევე  ვმართავდით ინტერვიუების ჩაწერას, რაც დიდად საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.
2019 წლის ნოემბერში სკოლაში გაიმართა საერთო ღონისძიება  „შემოდგომის“თემაზე. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართულ ხალხურ ცეკვებში,შეასრულეს სიმღერები ქართულ-ინგლისურ ენაზე .
2019 წლის დეკემბერში მშობლების მონაწილეობით დაიგეგმა გასართობი- შემეცნებითი ექსკურსია ქ. თბილიში.მოსწავლეები კმაყობილებითა და შთაბეჭდილებით სავსე დაბრუნდნენ.

2019 წლის I -სემესტრის ბოლოს მშობლებთან და მოსწავლეებთან შეთანხმებით დაიგეგმა საახალწლო ღონისძიება ინგლისურ ენაზე ინგლისური სახალისო აქტივობებით.მოსწავლეებმა წარმოადგინეს წითელქუდასა და სამი დათვის მინი სპექტაკლი,ასევე შეასრულეს სიმღერები და თანამედროვე საბავშვო ცეკვები.ღონისძიებამ აამაღლა მათი საახალწლო განწყობა. პირველი სემესტრი მოსწავლეებმა კარგი შეფასებით დაასრულა.რამდენიმე მოსწავლეს მიეცა რეკომენდაციები სწავლის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.
2020 წლის II სემესტრის მარტის თვეში ახალი გლობალური გამოწვევის წინაშე დავდექით,შესაბამისად მოგვიწია სწავლების ახალი მიდგომების დაძლევა რასაც „ონლაინ სწავლება“ ქვია.ახალი გამოწვევა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ,როგორც ჩემთვის  ასევე მოსწავლეებისთვის და  მალევე აუწყეს ფეხი და სრულიად უპრობლემოს შეუდგნენ სწავლას,თუმცა 2 მოსწავლისთვის არაკომფორტული აღმოჩნდა და გაკვეთილს ასეთივე სიხშირით არ ესწრებოდნენ როგორიც დანარჩენი,თუმცა ყველა დავალება,აუდიო,ვიდეო და ყველა დამატებითი მასალა როგორც აქტიური მოსწავლეებისთვის ასევე 2 შედარებით პასიური მოსწავლისათვისაც ხელმისაწვდომი იყო. ონლაინ სწავლების რეჟიმში მოვაწყეთ პროექტების პრეზენტაცია.ვმუშაობდით წყვილებში.შევასრულეთ არაერთი სახალისო აქტივობა.
ონლაინ სწავლებისას გავმართე 3 მშობელთა კრება ,პირველად გავაცანი ახალი სწავლების სტილი,შემდეგ მეორე კრებაზე ვესაუბრე მოსწავლეთა ჩართულობაზე და მათი მუშაობის სუსტ და ძლიერ მხარეებზე საერთო მონახაზი გავაკეთე.მესამე კრებაზე გავაცანი მოსწავლეთა საბოლოო სწავლის ხარისხი და მიღწევები.
მოსწავლეთა უმრავლესობა არსებულ ეტაპზე  ინგლისურს საშუალეზე მაღალ დონეზე ფლობს ,მათ შეუძლიან დიალოგის გამართვა ,სხვადასხვა საკითხზე საუბარი,მაგ: ამინდის პროგნოზი,შეუძლიათ ადამიანის ემოციური მდგომარეობა აღწერონ, ცხოველებზე ისაუბრონ,ზომა-წონა შეაფასონ,სასკოლო ცხოვრებასა და სხვა საკითხები.მათ შეუძლიათ წაკითხული ტექსტის გააზრება,ისაუბრონ ლოგიკურად და გამოთქვან საკუთარი აზრი თავისუფლად.მოსწავლეთა 2% საშუალო შეფასებით ამთავრებს სასწავლო წელს.ყველა მოსწავლეს შფასების სახით მიეცათ განმავითარებელი კომენტარი.იმედი მაქვს შემდეგი სასწავლო წელი კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო იქნება.ყველა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებას.

კლასის დამრიგებელი:                                                      ვერიკო მასურაშვილი
                                                                                               

No comments:

Post a Comment