https://docs.google.com/document/d/1-Yjynk3Wb5pjma2OB0H9LrzfF9N0NMCa/edit
International Maarif Schools Georgia
საგანი: ინგლისური ენა კლასი: 3ა/4ა პედაგოგი: ვერიკო მასურაშვილი
დავალება :პრეზენტაცია თემაზე „ ჩემი დღის რეჟიმი“ დავალების პირობა: შეადგინე დღის განრიგი და წარადგინე კლასის წინაშე. საკვანძო შეკითხვა: როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით ავითვისო საჭირო ენობრივი მასალა? როგორ, რა სტრატეგიების გამოყენებით შევადგინო და წარვადგინო საოცნებო დღის განრიგი? ნამუშევრის წარდგენისას: · გამოკვეთე დავალების თემა და მიზანი · სათანადო ენობრივი ცოდნის გამოყენებით აღწერე შენი დღის განრიგი - დააზუსტე კვირის რომელ დღეს, დღის რომელ მონაკვეთებში, რომელ საათზე რას აკეთებ · Introduction: Hello, my name is….. Today I am going to talk about; · The aim of my presentation is to share….. · Grammar: Present Simple Tense – Adverbs of frequency: usually, every day; sometimes; often. I usually get up at 8 o’clock ; · Vocabulary: get up; wake up; have breakfast; get dressed; wash ;brush;go to school; · დაიცავი დღის განრიგის სტრუქტურა, მთავრული და არამთავრული ასოების გამოყენების წესი და ნამუშევარი გააფორმე შესაბამისი ილუსტრაციებით.
ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე: · როგორ გამოითქმის და როგორ იწერება შენ მიერ დაწერილი სიტყვები? · რამდენად შთამბჭდავად მოახდინე პრეზენტაციის წარდგენა? · როგორ ფიქრობ რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობისას და რას გააუმჯობესებ მომავალში?
Complex task: presentation on "My daily regime"
Task condition: make a schedule for the day and present it to the class.
When submitting a work:
• Outline the topic and purpose of the task (text) • Using appropriate language skills, describe the schedule of your daily routine - specify which day of the week, in which parts of the day, and at what time you do homework(text, speech act, linguistic means).
• Introduction: Hello, my name is... Today I am going to talk about;
• The aim of my presentation is to share…..
• Grammar: Present Simple Tense – Adverbs of frequency: usually, every day; sometimes often. I usually get up at 8 o'clock;
• Vocabulary: get up; wake up have breakfast get dressed wash; brush; go to school; • Follow the structure of the daily schedule, the rule of using capital and non-capital letters, and decorate the work with appropriate illustrations.
After presenting the work, speak:
• How are your words pronounced and written, how do the words you speak correspond to the written ones, and what similarities do notice? • How impressive was your presentation? • What do you think you did well while working on the assignment and what can you improve in the future?
|
განმავითარებელი შფასება სოლო ტაქსონომიის მიხედვით
| აღწერილობა რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე, ე.ი. ვადგენ დონეს | კომენტარი რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება) |
სოლო 1. პრესტრუქტურული მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.
| მოსწავლემ ვერ იგებს/ვერ პასუხობს საკითხთან დაკავშირებულ დავალების პირობას.
| ერთად ვიფიქროთ დავალების თემაზე, პირობაზე და მიზანზე. შემდეგ შევადგინოთ სიტყვების ჩამონათვალი, რაც გამოგადგება ამ თემაზე დავალების შესრულებისთვის. მერე კი მოვიფიქროთ შემდეგი ეტაპები დავალების შესრულებისთვის.
|
სოლო 2. უნისტრუქტურული მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით.
|
1. მოსწავლე ამბობს ერთ გაუმართავ წინადადებას თემასთან დაკავშირებით. თუმცა, მის საუბარში არ იკვეთება აზრი და მოსწავლე ვერ იყენებს ქვესაკითხების შესაბამის ცოდნებს დინოზავრის აღსაწერი პრეზენტაციის წარსადგენად. 2. საუბრისას არ არის დაცული პრეზენტაციის სტრუქტურა და უსისტემოდ იყენებს ცალკეულ სიტყვებსა თუ შესიტყვებებს. თითქმის ყველა წინადადებაში გამოკვეთილია ლექსიკური და გრამატიკული ხარვეზი. უმეტესად სჭირდება მასწავლებლის /მეგობრების დახმარება. 3. მოსწავლე ვერ ასახელებს მუშაობის ეტაპებს და ლაპარაკის შეფასებისას (თემატიკა, ელემენტები) შემოიფარგლება სიტყვებით „კარგია“, „ცუდია“.
| შენ გაგებული გაქვს დავალების თემატიკა, მაგრამ არ ჩანს, თემის ფარგლებში დამუშავებული ცალკეული საკითხების ცოდნა. გირჩევ, იმუშავე ლექსიკონით და გარკვეული პერიოდულობით გაიხსენე ხოლმე სიტყვები (საღამოს, ორი დღის შემდეგ, 1 კვირის თავზე...); გაიმეორე პრეზენტაციისთვის საჭირო ფრაზები , ლაპარაკის ხერხებს და ისე მოემზადე პრეზენტაციისთვის . ამ ფაქტორების გათვალისწინებით ეცადე წარმოადგინო პრეზენტაცია და თავად ან ერთობლივად შევაფასოთ სწავლის პროცესი.
|
სოლო 3. მულტისტრუქტურული მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით.
| 1.მოსწავლემ გაიგო დავალების თემა და მიზანი და დაუკავშირა მას საკუთარი გამოსვლა, თუმცა დინოზავრის გარეგნობის და ხასიათის აღწერისას იგი ურთიერთდაკავშირებულად ვერ იყენებს ქვესაკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ცოდნებს , რის გამოც იგი ვერ ქმნის შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართულ მიზნობრივ მთლიანობას. მის ნამუშევარს არ აქვს პრეზენტაციის სახე . 2. საუბრისას უპირატესად სარგებლობს მარტივი წინადადებებით და ვერ გამოკვეთს ტექსტის მთავარ აზრს; სტრუქტურა არ არის თანამიმდევრული . მეტყველებისას უჭირს სათანადო მახვილებისა და ინტონაციების დაცვა; იყენებს დამოკიდებულების გამომხატველ კონსტრუქციას (მომწონს/არ მომწონს )და მინიმალურ ლექსიკას; მხოლოდ ნაწილობრივ წარმოაჩენს გრამატიკული ნორმების, წესების ცოდნას; 3. მისი სტრატეგიების პალიტრაც საკმაოდ ღარიბია. კერძოდ, მოსწავლე ასახელებს მუშაობის ეტაპებს, აღნიშნავს ლაპარაკის მხოლოდ ერთ სტრატეგიას (მახვილების და ინტონაციების გამოყენება), მაგრამ ვერ აანალიზებს რამ შეუშალა და რამ შეუწყო ხელი ლაპარაკის პროცესში - ვერ ხსნის როგორ უკავშირდება ცალკეული ელემენტები ერთმანეთს, როგორ ქმნიან მიზნობრივ მთელს, მთლიანობას;
| შენ სწორად გაიგე დავალების პირობა. თემის ფარგლებში დამუშავებული საკითხების ცოდნაც ნათელია, მაგრამ მაგრამ ჩანს, რომ არ გაქვს გაგებული/გააზრებული თუ როგორ , რა ხერხების გამოყენებით უნდა დააკავშირო ნასწავლი მასალა ერთმანეთთან და აღწერო შენი დინოზავრი. გთხოვ, კარგად გაეცანი ზეპირი პრეზენტაციის მახასიათებლებს და ასევე იმუშავე ახალ სიტყვებზე , მათ დამახსოვრებაზე. ასევე კარგად გაეცანი ლაპარაკის ყველა ხერხს და დაფიქრდი მათი გამოყენების საჭიროებაზე. |
სოლო 4. მიმართებითი მოსწავლეს ესმის საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.
| 1.მოსწავლეს კარგად ესმის დავალების არსი და ზეპირი სტრატეგიების გამოყენებით წარადგინა პრეზენტაცია დინოზავრის აღსაწერად. მოსწავლეს მართებულად აქვს გააზრებული საკითხთან დაკავშირებული ქვეცნებები და ქვესაკითხების მნიშვნელობა. ქვესაკითხებთან დაკავშირებულ ცოდნას ურთიერთდაკავშირებულად იყენებს და ქმნის შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართულ მიზნობრივ მთლიანობას . 2. პრეზენტაციის სტრუქტურა თანამიმდევრულია (საუბრის წამოწყება; თემის გაშლა-განვითარება, თემის დასრულება) . ნაკლებად ფიქრობს მეტყველებისას სათანადო მახვილებისა და ინტონაციის დაცვაზე, მაგრამ ეს არ არღვევს პრეზენტაციის მთლიანობას. მიზნობრივად არის გამოყენებულია თემისა და მიზნის შესაბამისი საჭირო კონსტრუქციები და ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები . 3. მოსწავლე ასახელებს მუშაობის ეტაპებს და თანმიმდევრულად აღწერს ზეპირი კომუნიკაციის განხორციელებისათვის წარმოებულ მიზნობრივ პროცესს. მსჯელობს ლაპარაკის სტრატეგიებზე და აღწერს ნამუშევრის გაუმჯობესების გზას. გაცნობიერებული აქვს, რომ სჭირდება მუშაობა და დაფიქრება მეტყველების არავერბალურ ხერხებზე. | შენ კარგად გაართვი თავი დავალებას და წარადგინე პრეზენტაცია დინოზავრის აღსაწერად . ნამუშევარში წარმოაჩინე დავალების შეფასების კრიტერიუმებით გათვალისწინებული ყველა საკითხის ცოდნა. თუმცა, გირჩევ, მეტი ივარჯიშო საუბრისას სათანადო მახვილებისა და ინტონაციების დაცვაზე და ამისთვის ხშირად გააკეთო „listen and read” სავარჯიშოები ან მოუსმინო საკუთარი საუბრის ჩანაწერს. ასევე, აღსანიშნავია, რომ შენ კარგად შეგიძლია გაანალიზო სწავლის პროცესი და აღმოაჩინო სწავლაში ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი მიზეზები.
|
სოლო 5. გაფართოებული აბსტრაქტული მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და მისი დეკონტექსტუალიზების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.
| 1. მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული დავალების არსი და ზეპირი სტრატეგიების გამოყენებით წარადგენს პრეზენტაციას დინოზავრის აღსაწერად. 2. პრეზენტაციის სტრუქტურა თანამიმდევრულია , მიზნობრივად და მართებულად/თავისუფლად არის გამოყენებული თემისა და მიზნის შესაბამისი საჭირო კონსტრუქციები და ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები. 3. მოსწავლე ასახელებს მუშაობის ეტაპებს და იყენებს სტრატეგიების ფართო სპექტრს. მსჯელობს მის მიერ გამოყენებული სტრატეგიების უპირატესობაზე და მათი გამოყენების პროცესზე. მოჰყავს მათი რეალიზების მაგალითები განსხვავებული კონტექსტებიდან, განიხილავს რეალიზებული მაგალითებისა და რეალიზების გზების განსხვავებულ შესაძლებლობებს.
| შენ სრულყოფილად შეასრულე დავალება. შეგიძლია პარალელების გავლება და თემის განზოგადება. ასევე კარგია, პირად გამოცდილებასაც რომ დაუკავშირე დავალება და შენს მეგობრებს განსხვავებული კუთხით დაანახე საკითხი. ამასთან ძალიან კარგია, რომ შენ შეგიძლია გამოყენებულ ხერხებზე მსჯელობა და იქნებ დაეხმარო შენს მეგობრებს და დაანახო მათ ამ ხერხების გამოყენების საჭიროება. |
კომპლექსური დავალება
კლასი: მე-7 კლასი; საგანი: ინგლისური ენადავალება ბლოგ პოსტი: საოცნებო დღის განრიგი სამიზნე ცნება: ჟანრი;(შედეგები: 1, 2, 3, 4, 5) სამეტყველო ქმედება (შედეგი 2, 3, 4, 5) ენობრივი საშუალებები (შედეგები: 1, 2, 3, 4, 5) |
დავალების პირობა: შეადგინე საოცნებო დღის განრიგი და წარადგინე კლასის წინაშე.
ნამუშევრის წარდგენისას:
· გამოკვეთე დავალების მიზანი
· სათანადო ენობრივი ცოდნის გამოყენებით აღწერე შენი საოცნებო დღის განრიგი - დააზუსტე კვირის რომელ დღეს, დღის რომელ მონაკვეთებში, რომელ საათზე რას აკეთებ
· Grammar : present simple; every day; at the weekend; always ;usually…
· Vocabulary: get up; get dressed.in the morning ; in the afternoon; in the evening; have breakfast; lunch; dinner; at 9 o’clock… sport hall; liberary; IT room;…
· დაიცავი დღის განრიგის სტრუქტურა, მთავრული და არამთავრული ასოების გამოყენების წესი და ნამუშევარი გააფორმე შესაბამისი ილუსტრაციებით.
ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:
· როგორ გამოითქმის და როგორ იწერება შენ მიერ დაწერილი სიტყვები, როგორ შეესაბამება შენ მიერ წარმოთქმული სიტყვები დაწერილს, რა მსგავება-განსხავებას ამჩნევ, მაგალითად, რამდენი ბგერაა წარმოთქმულ სიტყვაში, რამდენი ასოა დაწერილში; რომელი ასო, ასოები არ გამოითქმის, რომელ ასოთშენაერთებს ამოიცნობ, როგორ გამოითქმის ისინი
· რით და როგორ გააუმჯობესე საოცნებო დღის განრიგის პირველადი ვარიანტი
Complex task
Create a dream day schedule and present it to the class.
When representing a work:
• Outline the purpose of the task (genre)
• Using appropriate language skills, describe the schedule of your dream day - specify which day of the week, in which parts of the day, and at what time what you do (genre, speech act, linguistic means).
Use appropriate grammar tense and vocabulary
• Grammar: present simple; every day at the weekend; usually...
• Vocabulary: get up; get dressed. in the morning; in the afternoon; in the evening; have breakfast lunch dinner at 9 o'clock... sports hall; liberary; IT room;…
• Follow the structure of the daily schedule, the rule of using capital and non-capital letters, and decorate the work with appropriate illustrations. (Genre)
After presenting the work, speak:
· How are the words written by you pronounced and written?
· how do the words you speak correspond to the written ones, what similarities do you notice, for example, how many sounds are there in the spoken word, how many letters are there in the written word;
· Which letters, letters are not pronounced, which letter combinations do you recognize, how are they pronounced (genre, language means);
• What and how did you improve the primary version of the dream day schedule (text, speech act, linguistic means)
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა:
ქულა
კრიტერიუმები | დაბალი |
საშუალო (5-6) (5-6) | კარგი | საუკეთესო |
პრეზენტაციის თემა და მიზანი | წარმოდგენილითემა და მიზანი არ არის გადმოცემული ზუსტად და არ არის გასაგები მისი შინაარსი; | წარმოდგენილი თემა და მიზანი ნაკლებად არის გადმოცემული ზუსტად და ნაკლებად არის გასაგები მისი შინაარსი; | წარმოდგენილი პრეზენტაციის მიზანი მეტ–ნაკლებად არის გადმოცემული ზუსტად, ზოგადად გასაგებია მისი შინაარსი; | წარმოდგენილი პრეზენტაციის მიზანი და თემა ზუსტადაა გადმოცემული, შინაარსი გასაგებია; |
სათქმელის სწორად | უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა; | სათქმელს გადმოსცემს გასგებად; | სათქმელს გადმოსცემს ნათლად, საკითხს აშუქებს თანმიმდევრულადა | სათქმელს გადმოსცემს ამომწურავად,ნათლად და თანმიმდევრულად; მთლიანად |
კონტაქტი აუდიტორიასან | ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას; | მოწესრიგებულია; მეტ–ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს; | ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად; | ზუსტად შეესაბამება |
დროის რეგლამენტი
8-10 წუთი | ვერ ეტევა დროის რეგლამენტში, პრეზენტაცია იკავებს 15 წთ.-ზე მეტს, ან 5წთ-ზე ნაკლებს; | ვერ ეტევა დროში, პრეზენტაცია გრძელდება დაახლოებით 12 წთ.; | მეტ-ნაკლებად ეტევა რეგლამენტში, პრეზენტაცია იკავებს 10-11 წუთს (ან 7-8 წთ.); | ზუსტად იცავს რეგლამენტს, პრეზენტაცია გრძელდება 8-10 წთ.; |
საგანი: ინგლისური ენა კლასი: 10/11 საკითხი: კომპლექსური დავალება მიზანი: Ø სტრატეგიების გამოყენებით სხვადასხვა ჟანრის დიდაქტიზებული ტექსტების მოსმენა/წაკითხვა და გაგება საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
Ø ენობრივ-გრამატიკული საშუალებების, ჟანრული მახასიათებლების ცოდნისა და სტრატეგიების გამოყენებით ზეპირი მეტყველება კონკრეტული მოდელის მიხედვით ან საყრდენების დახმარებით;
Ø ენობრივ-გრამატიკული საშუალებების, ჟანრული მახასიათებლების ცოდნისა და სტრატეგიების გამოყენებით წერილობითი ტექსტის შექმნა კონკრეტული მოდელის მიხედვით ან საყრდენების დახმარებით;
| ||
სამიზნე ცნება | ქვეცნება | ქვესაკითხი |
ჟანრი
უცხ.საშ.1 (შედეგები: 1, 2, 3, 4, 5) | Ø ზეპირი მეტყველების ჟანრი | Ø პრეზენტაცია |
Ø ტექსტის სტრუქტურა | Ø მაორგანიზებელი ვერბალური და Ø არავერბალური Ø მაორგანიზებელი(სათაური.ქვესათაური, Ø ილუსტრაცია | |
სამეტყველო ქმედება | Ø ფუნქციური სამეტყველო ქმედება; | Ø საკუთარი თავის წარდგენა |
უცხ.საშ.1 (შედეგი 2, 3, 4, 5)
| Ø ინტერაქცია შეხედულებების, დამოკიდებულებების და დროსა და სივრცის შესახებ | Ø საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვა, მსგავსება განსხვავბა, Ø დროის მონაკვეთის აღნიშვნა აწმყოში,წარსულში
|
ენობრივი საშუალებები (შედეგები: 1, 2, 3, 4, 5) | Ø ლექსიკა
Ø გრამატიკა | Ø სიტყვები და შეიტყვებები ლოგიკური კავშირების გამოსახატად; Ø ფონეტიკა.სინტაქსი, Ø მართლწერის საკითხები |
ბლოგპოსტი: „ჩემი საყვარელი პერსონაჟი; ისტორიული გმირი; როლმოდელი‘’
დავალების პირობა: შეადგინე პირადი ბლოგისთვის შენი საყვარელი პერსონაჟის პორტრეტი( ცნობილი პიროვნების, ისტორიული პერსონაჟის,ფილმის, წიგნის ან კომიქსის გმირის)ფიზიკური და მორალური მახასიათებლები) რომელშიც აღწერ შენი საყვარელი პერსონაჟის გარეგნობას და თვისებებს; აუხსენი შენს თანატოლებს ,თუ რატომ არის კონკრეტული პერსონაჟი შენი რჩეული და ა.შ... ამისთვის გამიყენე პორტრეტის აღწერასთან დაკავშირებული საჭირო ლექსიკა: ...jobs. dancer,musican ,scientist.engineer.warier. Explorer.builder.personal cheracteristics;
· გრამატიკა :Present Pimple ; past simple; past continuous;
· Adjectives;( . Brave.) Phrasal verbs (make a decision, make a suggestion, make a story, make a mistake, make a difference, make sure Look like, look, look after)……. ბლოგში · წარმოაჩინე დავალების თემა და მიზანი; · ისაუბრე შენი საყვარელი პერსონაჟი როგორი გარეგნობისაა; · აღწერე რატომ მოგწონს,რა თვისებების გამო მოგწონს.რა თვისებები არ მოგწონს მასში,რა მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გაკეთებული. · დაიცავი ტექსტის სტრუქტურა და პუნქტუაციის წესები.გამოიყენე ვიზუალური ეფექტები.ვიდეო მასალა(მოიძიე ონლაინ)
დავალების წარდგენის შემდეგ იმსჯელე:
Ø რამდენად ეფექტიანად გააცანი თანატოლებს შენი საყვარელი პერსონაჟის პორტრეტი,რამდენად ეფექტიანად გამოიყენე ენობრივი საშუალებები(ლექსიკა.გრამატიკა)და წერილობითი კომუნიკაციის გრაფიკულ- მაორგანიზებელი საშუალებები -ვიზუალური ეფექტები.ილუსტრაციები.სათაური ქვესათაური. Ø როგორ /რა სტრატეგიების გამოყენებით აითვისე საჭირო ენობრივი მასალა გრამატიკა/ლექსიკა) Ø რამდენად ეფექტიანად გაართვი თავი შენი საყვარელი პერსონაჟის პორტრეტის შექმნას და ბლოგში ატვირთვას? Ø რომელმა სტრატეგიებმა შეგიწყო ხელი წინსვლაში ხელი? რომელი სტრატეგია დაგეხმარა უკეთესი შედეგის მიღწევაში
Complex task - Blog Post: "My favorite hero, character or role model"
Create a portrait of your favorite character for your personal blog (physical and moral characteristics of a famous person, historical character, film, book, or comic hero) in which you describe the appearance and qualities of your favorite character; Explain to your peers why a particular character is your favorite, etc... For this, use the necessary vocabulary related to the description of the portrait: ...Jobs; Dancer; Musician; Scientist; Engineer; Warrior. Explorer; Builder; Personal characteristics;..........
· Grammar: Present Pimple; Past Simple/ Past Continuous;(was, were, did, could, went; was creating, were · Adjectives; ( strong, confident, responsible, brave….) phrasal verbs (make a decision. make a suggestion. make a story, make a mistake, make a difference, make sure. Look like. look. look after
In the blog
• Present the topic and purpose of the task • Talk about what your favorite character looks like • Describe why you like him, because of his qualities, and what qualities you don't like in him, he has done important things. • Follow the text structure and punctuation rules. Use visual effects. Video material,
After presenting the task, discuss:
· How effectively did you introduce the portrait of your favorite character to your peer; · How effectively did you use language tools (vocabulary, grammar) and graphic-organizing means of written communication - visual effects. illustrations. Title/ subtitle. · How/what strategies did you use to master the necessary language material;(Grammar/Vocabulary) · How effectively did you manage to create a portrait of your favorite character and upload it to the blog? · What strategies have helped you move forward? Which strategy helped you to achieve better results?
The resource on how to prepare the slideshow :
https://www.powershow.com/view/3ca4c4-MjRiO/Tips_for_Blog_Writing_powerpoint_ppt_presentation
|
No comments:
Post a Comment