მთავარი

დამრიგებლის დებულება








სადამრიგებლო დებულება


მუხლი 1. სადამრიგებლო პროგრამის ზოგადი პრინციპები
1.1.             სკოლის სადამრიგებლო სისტემა შედგება დამრიგებლისაგან. I-VI კლასებს ხელმძღვანელობს დამრიგებელი.  სკოლის სადამრიგებლო პროგრამა ეფუძნება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში  მოცემულ მიზნებსა და ამოცანებს და შექმნილია მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის საფუძველზე.
1.2.         ყველა კლასს თავისი დამრიგებელი ჰყავს.

მუხლი 2. კლასის  დამრიგებლის უფლებები
კლასის დამრიგებელი  უფლებამოსილია:
2.1.             მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათზე დაკისრებული  მოვალეობის  შესრულება;
2.2.             სკოლაში  დაიბაროს ბავშვის  მშობელი;
2.3.             ისარგებლოს  მასწავლებლის  ყველა   უფლებით.

მუხლი 3. კლასის   დამრიგებელის,  ვალდებულებები
კლასის დამრიგებელი ვალდებულია:
3.1. შეისწავლოს მოსწავლეთა სოციალურ-დემოგრაფიული  მონაცემები;
3.2. დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი   პრობლემის   შესახებ;
3.3. ყველა სემესტრის ბოლოს აცნობოს მშობელს მისი შვილის  აკადემიური  მოსწრების შესახებ;
3.4. მოახდინოს მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
3.4. გამოიკვლიოს  მოსწავლის  მიერ  ყოველი გაკვეთილის  გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების   მიზეზები  და  აცნობოს  მშობელს;
3. საგნის მასწავლებლებისგან პერიოდულად მიიღოს ინფორმაცია მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა და ზოგადი წარმატებების შესახებ;
3.6. დაეხმაროს მოსწავლეს  საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებაში. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი პროფესიის არჩევაში;
3.7. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემის  წამოჭრის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას;
3.8. ჩაატაროს  მშობელთა და მოსწავლეთა კრებები (წელწადში მინიმუმ ორჯერ სათანადო ოქმის გაფორმებით);
3.9. საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს    ტელეფონით;
3.10. განახორციელოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობა;
3.11. საგაკვეთილო პერიოდში სკოლიდან გასვლა შეათანხმოს დირექტორთან ან ადმინისტრაციასთან;
3.12. აწარმოოს დამრიგებლის პორტფოლიო/საქაღალდე;
3.13. განახორციელოს კონტროლი ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნების დროულად ზუსტად შეტანაზე სასკოლო დოკუმენტებში.
3.14. მოაწესრიგოს თავის სადამრიგებლო კლასისა და მოსწავლეების დოკუმენტაცია.

მუხლი 4. სადამრიგებლო საათის პროგრამის პრინციპებ

სადამრიგებლო საათის პროგრამა უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს:

4.1 აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
4.2 შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
4.3 მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
4.4 თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის, ს  მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
4.5 ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
მუხლი 5. სადამრიგებლო,  სასაუბრო თემები
5.1. პიროვნული და სოციალური განვითარება - ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება „თანაკლასელი“, წამოჭრილი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, კონფლიქტის მოგვარების უნარების განვითარება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, სხვა ადამიანებისა და საკუთარი თავის პატივისცემა;
5.2. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, სასარგებლო საკვები, დროის მენეჯმენტი, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, ბუნების გაფრთხილება;
5.3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი, ჩემი სამშობლო, ისტორია, ტრადიციები, წესები და კანონები;
5.4. თვალსაწიერის გაფართოება -ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა;
5.5. სადამრიგებლო საუბრები შესაძლოა შედგეს როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც, მაგ., ექსკურსიაზე ან  მუზეუმის დათვალიერებისას.

მუხლი 6. აქტივობები
6.1. სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსიები;
6.2. მხატვრულ-ლიტერატურული ღონისძიებები;
6.3. შემეცნებით-ინტელექტუალური ღონისძიებები;
6.4. შიდასასკოლო კონკურსების, შეხვედრებისა და გამოფენების მოწყობა;
6.5. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
6.6. სასკოლო კლუბებში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა, სკოლებს შორის გაცვლით ღონისძიებებში  მონაწილეობა.

მუხლი 7. სადამრიგებლო კლასის მოწყობის პროცედურა
7.1. დამრიგებელი,   ვალდებულია, სასწავლო წლის დაწყებისას მინიმუმ ერთი კვირით ადრე მოაწყოს თავისი სადამრიგებლო კლასი.
7.2 . კლასის მოწყობა გულისხმობს არა მარტო საკლასო ოთახის გაფორმებას, არამედ სკოლის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი შესაბამისი დოკუმენტაციის გამოკვრას თვალსაჩინო ადგილას.
7.3. დამრიგებელი,   ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას მოსწავლეებსა და მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს გააცნოს  შემდეგი დოკუმენტაცია:
ü    სკოლის შინაგანაწესი;
ü    მოსწავლის ქცევის კოდექსი;
ü    გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების ნუსხა;
ü    სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები;
ü    ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი;
ü    სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა;
ü    მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები;
ü    სკოლაში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაცია;
7.4. დამრიგებელი,   ასევე ვალდებულია, თითოეულ მასწავლებელს მოსთხოვოს მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები და უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება, სადაც შესაბამისი საგნის მასწავლებლი აუხსნის მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებს.


მუხლი 9. ცვლილების შეტანა
9.1       სკოლის სადამრიგებლო მუშაობის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს დირექტორი ბრძნებით.
9.2       სკოლის სადამრიგებლო მუშაობის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.

No comments:

Post a Comment