მთავარი

სამოდელო გაკვეთილი


შპს დავით აღმაშნებლის სახელობის სკოლა ლიცეუმის ინგლისური ენის მასწავლებლის ვერიკო მასურაშვილის სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ვერიკო მასურაშვილი
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელო (ინტეგრირებული) გაკვეთილი
საგანი/საგნები:   ინგლისური ენა-მუსიკა;სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;   ბუნებისმეტყველება;ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:     დაწყებითი  /   მე-6 კლასი
გაკვეთილის ჩატარების თარიღი:  24  აპრილი 2019 წელი
მოსწავლეთა რაოდენობა: 13 მოსწავლე(სსმპ არ მყავს)
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
გაკვეთილის თემა: ცნობილი ადამიანები წარსულიდან
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლეები  ისწავლიან ერთი საგნის/თემის -(ინგლისური ენის) დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთთან                                ( ხელოვნებასთან,მუსიკასთან,ბუნებისმეტყველებასთან,ქართული ენა და ლიტერატურა) - რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას ცოდნის ტრანსფერს.
·         პრეზენტაციისა და ჯგუფური მუშაობის  უნარების  განვითარება.
·         წარსული მარტივი დროის გახსენება და მისი პრაქტიკაში სწორად გამოყენება ფაქტობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/
ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

საწყისი ფაზა
მივესალმები კლასს და გავაცნობ გაკვეთილის თემას,მიზანსა  და შეფასების კრიტერიუმებს. შევახსენებ ქცევის წესებს;


ვერბალური ახსნა;
საერთო საკლასო

მასწავლებლის მიერ მომზადებული სლიდები რომელზეც განთავსებულია გაკვეთილის თემა,მიზანი ,შეფასების რუბრიკა და ქცევის წესები
3 წთ
2



წინარე ცოდნის გააქტიურება:
აქტივობა 1:
დავალების შემოწმების მიზნით მოსწავლეები   წარმოადგენენ power point -ში
შსრულებულ პრეზენტაციას მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანის შესახებ  ქართული ენიდან,ხელოვნებიდან,მუსიკიდან,  ისტორიიდან,რომელიც უკვე შეწავლილი აქვთ სხვა საგნებში  და ისაუბრებენ მათი მოღვაწეობის შესახებ.
აქტივობა 2:
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფის წევრები დამატებით დაუსვამენ შეკითხვებს პრეზენტატორებს
მაგ: ა. ვინ იყო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი?
ბ. ვინ აღმოაჩინა ამერიკა?
გ.სად ცხოვრობდა უოლტ დისნეი?
რომელ მხატვრებს იცნობთ ხელოვნებბიდან?
მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეების შეფასებისას ვიყენებ წამახალისებელ კომენტარს.

აქტივობა 3.
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ  PAST SIMPLE TENSE- მარტივი წარსული დრო-წესისმერი და არაწესისმიერი ზმნები.
მოტივაციის მიზნით ჩავურთავ მელოდიას და ვთხოვ ერთხმაში წაიმღერონ სლაიდზე გამოსახული ზმნის ფორმები
Indefinite – Past Simple Forms
შევთავაზებ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსს,სადაც უნდა დააჯგუფონ  ახლანდელ მარტივ დროში და წარსულ მარტივ დროში მყოფი ზმნები.
Go, did, went, buy, do, bought…
Present simple
Past simple
BE
Was,were


1.
პრეზენტაცია







2.
კითხვა- პასუხი;
გონებრივი იერიში





3.
სიტყვების სწორად დაკავშირება

1.
ინდივიდუალური/ჯგუფში






2.ჯგუფური სამუშაო







3.
ინდივიდუალური

კომპიუტერი.პროექტორი.
დაფა /მარკერი.
წიგნი.












3.
https://learningapps.org/display?v=p273c5wmj19
12 წთ
3



სიღრმისეული წვდომა:
1 აქტივობა:
მოსწავლეებს მივმართავ დახედონ ახალ ასალას და სურათებზე დაყრდნობით დამისახელონ თუ რომელი ადამიანია მათთვის ცნობილი  და რა სმენიათ  მათ შესახებ ,მოვისმენ მოსწავლეთა აზრს და შევაქებ მათ მოსაზრებებ..
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით:
2 აქტივობა:
შემთხვევითობის პრინციპით კლასს დავყოფ  ოთხ ჯგუფად
ჯგუფებს დავყოფ ცნობილი ადამიანების  პროფესიის  მიხედვით, რომელიც მასალაშია მოცემული.
1 ჯგუფი- მსახიობები
2 ჯგუფი -მწერლები
3 - ჯგუფი მუსიკოსი
4 -ჯგუფი მხატვრები
თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას წაიკითხონ და გაიაზრონ მოცემული ინფორმაცია,ყურადღება მიაქციონ მარტივ წარსულ დროს  და განვსაზღვრავ სამუშაო დროს ,რომელიც ელექტრონულად  დაფაზე იქნება გამოსახული.
შევთავაზებ დახმარებას დავალების შესრულებისას დროდადრო.დავეხმარები უცნობი სიტყვების განმარტებაში
თითოეულ ჯგუფს ევალება:
ა. წაიკითხონ ინფორმაცია მათთვის უცნობი  ადამიანის შესახებ  .გაინაწილონ როლები თუ რომელი წევრი ინფორმაციის რა ნაწილს წარადგენს.
ბ. გაიაზრონ ჯგუფში და გააცნონ სხვა ჯგუფის წევრებს-გაცვალონ ინფორმაცია . მოახდინონ ახალი ინფორმაციის მიწოდება- გავრცელება .
პრეზენტაციისას წინასწარ მექნება გამოჩენილი  ადამიანების შესახებ სლაიდები რომელზეც ისაუბრებენ მოსწავლეები.
მაგ . 1 ჯგუფი -ჩარლი ჩაპლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
2ჯგუფი- ლეონარდო დავინჩის მოღვაწეობა
3 ჯგუფი-ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შემოქმედება
4 ჯგუფი-ივანა მაზურანიქის შემოქმედება და მოღვაწეობა
აქტივობა 3.
პრეზენტაციის დაწყებამდე მოსწავლეებს გავახსენებ რომ მარტივ წარსულ დროში კითხვის სწორად დასამის წესებს.
მაგ.
What
When + did+subject+ verb+place+ time?
Where  
Who +was/were + I/you we /they/he/She/it?
მოსწავლეებს ვთხოვ დაუსვან პრეზენტატორებს შეკითხვები მარტივ წარსულ დროში სად,რომელ ქვეყანაში,როდის  მოღვაწეობდა  თითოეული გამოჩენილი პიროვნება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მივაწვდი დამატებით ვიდეო მასალას იმ ადამიანების შესახებ რომელთა შესახებაც გაკვეთილში გვაქვს მოცემული ინფორმაცია.მაგ: ჩარლი ჩაპლინი..
აქტივობა 4.
ვაჩვენებ მსოფლიო რუკას და ვთხოვ გამოიცნონ იმ ქვეყნების ადგილმდებარეობა სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ლეონარდო დავინჩი,ჩარლი ჩაპლინი,მოცარტი.გაძნელების შემთხვევაში მინიშნებებით დავეხმარები ადგილის ამოცნობაში.
აქტივობა 5
წარვუდგენ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრო რესურსს  სახელწოდებით  WHO IS WHO? “- ვინ ვინ არის?
გამოჩნდება მათთვის ნაცნობი ადამიანის სურათი და   მათი პროფესიები, მოსწავლე ეცდება გამოიცნოს და ჭკვიანი დაფის გამოყენებით  დააკავშიროს ერთმანეთთან.
რომელი ადამიანი რა პროფესიის იყო.
არაპირდაპირი სწავლება
1.ვარაუდის
გამოთქმა
მსჯელობა












2.
წაკითხულის გააზრება.
















პრეზენტაცია.






















5.
გონებრივი იერიში


1.საერთო საკლასო













2 .
ჯგუფში მუშაობა






























საერთო საკლასო







5.
ინდივიდუალური




წასაკითხი მასალა.
დაფა.
მარკერი.

ფერადი ფურცლები.


კალამი.
სამუშაო ფურცლები.




2.
წიგნი,
წამზომი,
კომპიუტერი.
პროექტორი.































4.
სლაიდზე გამოსახული
მსოფლიოს რუკა


5.
https://learningapps.org/display?v=pfg4si5b319
20 წთ
4



რეფლექსია
გაკვეთილის შეჯამებისა და
მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით  მოსწავლეებს დავუსვამ შკითხვებს:
1.რომელი ხორვატიელი და ქართველი საბავშვო მწერალი იცით?
2.მოცართი რომელ სფეროში მოღვაწეობდა და კიდევ რომელი უცხოელ და ქართველ  კომპოზიტორს იცნობთ?
3.ვინ არის ლეონარდო დავინჩი და რა პროფესიისაა იგი?რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა?
4.დაასახელეთ მხატვრები რომელიც ხელოვნებაში ისწავლეთ?
5.რა გაიგეთ ჩარლი ჩაპლინის შესახებ?
6.რომელ საგნებს აერთიანებს ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი?

მსჯელობა
ანალიზი
სინთეზი


საერთო საკლასო

თაბახის ფურცლები
კომპიუტერი.პროექტორი
5 წთ
5



საშინაო დავალება:
ტექსტის შინაარსის გადმოცემა თხრობით;
კითხვებზე პასუხის გაცემა;
ამოწერეთ წესისმიერი და არაწესისმიერი ზმნები ტექსტიდან.
Pupil’s book page 14.FAMOUSE PEOPLE FROM THE PAST
ინსტრუქციის მიცემა

მოსწავლის წიგნი
 1 წთ
6.
ფასება:
განმავითარებელი კომენტარი
 განმსაზღვრელი შეფასება
სიტყვიერი კომენტარი
ქულებით შეფასება
ინდივიდუალური/
ჯგუფურად
შეფასების რუბრიკები
4
წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
Iუცხ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
Iუცხ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება
Iუცხ.დაწყ.(II).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
Iუცხ.დაწყ.(II).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნასწავლი სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება, პარალელების გავლება უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის
Iუცხ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.
Iუცხ.დაწყ.(II).13. მოსწავლემ  უნდა შეძლოს სასწავლო საქმიანობის მართვა, სწავლის პროცესზე დაფიქრება, საკუთარი წინსვლის ხელშეწყობა  და სწავლის პროცესის წარმართვასა და გაუმჯობესებაში აქტიურად მონაწილოება

ს.გ.VI.7.   ოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და სხვა საგნებში მიღებული ცოდნის საფუძველზე მსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.
ს.გ.VI.11. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინაარს ისტორიასთან და კულტურასთან.
ქართ.დაწყ.(II).3
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

ბუნ.VI.7.

მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა  და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე

















პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


N
კრიტერიუმი
               
ქულა
1 ჯგუფი
2 ჯგუფი
1
შესავალი
1


2
გამართული საუბარი
2


3
ინფორმაციის თანმიმდევრულობა და სიზუსტე
1


4
თვალსაჩინოების გამოყენება
2


5
აუდიტორიასთან კონტაქტი
1


6
დასკვნა
2


7
დროის ლიმიტი
1



ქულათა ჯამი
10


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10
ჯგუფის წევრების ჩართულობა სამუშაო პროცესში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ და არის ხმაური,არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
შეიმჩნევა ხმაური და მეტნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს ,იზიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
არ იცავენ ინსტრუქციის პირობას
ნაწილობრივ იცავენ ინსტრუქციის პირობას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით



პედაგოგის ხელმოწერა:                                            /ვ.მასურაშვილი/
თარიღი:                                                                      24 /04/2019
·          




დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა ლიცეუმი
ინგლისური ენის მასწავლებელი :ვერიკო მასურაშვილი
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
ჩემ მიერ ჩატარებული სამოდელო  ინტეგრირებული გაკვეთილის  თემა იყო “ ცნობილი ადამიანები წარსულიდან“. ხოლო მიზანი ცოდნის ტრანსფერი- ერთი საგნის/ თემის (ინგლისური ენა ) დაკავშირება სხვა საგნებთან/თემებთან( სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,მუსიკა,ბუნების მეტყველება,ქართული ენა) .ასევე პრეზენტაციისა და ჯგუფური  მუშაობის უნარების განვითარება და გრამატიკული წესების პრაქტიკაში გამოყენება.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით , საწყის ეტაპზე მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი,ასევე შევახსენე ქცევის წესები. საწყის ეტაპზე გამოვიკითხე საშინაო დავალება ,რომელიც პრეზენტაციის სახით ქონდათ მომზადებული POWER POINT-ის პროგრამაში  იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომელიც უკვე შესწავლილი ჰქონდათ. მაგ.ქრისტოფერე კოლუმბი , უოლტ დისნეი.მხატვრები,მუსიკოსები,მწერლები . წამახალისებელი კომენტარით შევაფასე მათი ნაშრომი.
მოსწავლეებს ვთხოვე გაეხსენებინათ მარტივი წარსული დრო და  მუსიკის თანხლებით წაემღერათ არაწესიერი ზმნები.ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით წარვუდგინე ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული დავალება სადაც უნდა დაეჯგუფებინათ ზმნები ახლანდელ და მარტივ წარსულ დროებთან.( https://learningapps.org/display?v=p273c5wmj19)
სიღრმისეული ცოდნის ეტაპზე მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შევახსენე გაკვეთილის თემა  და მოსწავლეებს მივმართე დაეხედათ  ახალი ასალაათვის  და სურათებზე დაყრდნობით დაესახელებინათ  თუ რომელი ადამიანია მათთვის ცნობილი  და რა სმენიათ  მათ შესახებ ,მოვისმინე  მოსწავლეთა აზრი და შევაქე მათი მოსაზრებები..
შემთხვევითობის პრინციპით კლასი დავაყი  ოთხ ჯგუფად
ცნობილი ადამიანების  პროფესიის  მიხედვით რომელიც ახალ მასალაში გვქონდა მოცემული, 1 ჯგუფი- მსახიობები,2 ჯგუფი -მწერლები,3 - ჯგუფი მუსიკოსები ,4 -ჯგუფი მხატვრები
თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება-  წაეკითხათ  და გაეაზრებინათ მოცემული ინფორმაცია,ყურადღება მიექციათ მარტივ წარსულ დროს  და განვუსაზღვრე  სამუშაო დრო,რომელიც ელექტრონულად  დაფაზე იყო გამოსახული.
ვთავაზობდი დახმარებას დავალების შესრულებისას დროდადრო.ვეხმარებოდი უცნობი სიტყვების განმარტებაში
თითოეულ ჯგუფს ევალებოდა:
ინფორმაციის წაკითხვა  მათთვის უცნობი  ადამიანის შესახებ  .როლების განაწილება თუ რომელი წევრი ინფორმაციის რა ნაწილს წარადგენდა და გაცნობა  სხვა ჯგუფის წევრებისთვის -გაცვალონ ინფორმაცია . მოახდიეს  ახალი ინფორმაციის მიწოდება- გავრცელება . პრეზენტაციის დასრულებისას სხვა ჯგუფის წევრებმა დამატებით დაუსვეს შეკითხვები და მიიღეს დაზუსტებული ინფორმაცია .
პრეზენტაციისას წინასწარ მქონედა  გამოჩენილი  ადამიანების შესახებ სლაიდები რომელზეც ისაუბრეს  მოსწავლეებმა.
მაგ . 1 ჯგუფი -ჩარლი ჩაპლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
2ჯგუფი- ლეონარდო დავინჩის მოღვაწეობა
3 ჯგუფი-ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შემოქმედება
4 ჯგუფი-ივანა მაზურანიქის შემოქმედება და მოღვაწეობა
პრეზენტაციის შემდეგ ვაჩვენე მნიშვნელოვანი ფაქტები ვიდეოს სახით იმ ადამიანები შესახებ რომელსაც ეხებოდა თემა.
ახალი ცოდნის განმტკიცების მიზნით შევთავაზე პრაქტიკული სააზროვნო სამუშაო რომელიც ჩემ მიერ იყო შექმნილი ონლაინე ელექტრონული დავალება ცნობილი ადამიანების ამოცნობა რომელიც რამდენიმე საგანს აერთიანებდა : ბუნებისმეტყველებას ,ხელოვნებას,მუსიკას ,ინგლისურ ენას,ქართულ ლიტერატურას. https://learningapps.org/display?v=pfg4si5b319
გაკვეთილის შეჯამების ფაზაზე მოსწავლეებს ვთხოვე ჯგუფების მიხედვით ემსჯელათ და დაეწერათ უკვე ნასწავლისა და ახალი ცოდნის საფუძველზე, რომელი პროფესიის ადამიანები შეისწავლეს და რომელ საგნებს უკავშირდებოდა მათი პროფესიები.მოვახდინეთ ცოდნის გამთლიანება .
გამოიკვეთა გაკვეთილის  ძლიერი და სუსტი მხარეები.ძლიერ მხარედ მივიჩნევ იმას რომ გაკვეთილის  მიზანი და აქტივობები შეესაბამებოდა ერთმანეთს და გაკვეთილის თემა იყო საინტერესო მოსწავლეებისთვის რაც ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას.გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი საინტერესო რესურსით, რომელთა უმეტესომა ჩემ მიერ იყო შექმნილი,ვფიქრობ რომ სრულად შეესაბამებოდა გაკვეთილის თემასა და მიზნებს .დავალების ინსტრუქციები იყო მკაფიო და გასაგები ყველა მოსწავლისათვის.სასწავლო გარემო ხელს უწყობდა ეფექტური გაკვეთილის პროცესის წარმართვას. შეფასებისას ვიყავი ობიექტური და მივეცი როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი კომენტარი. სუსტ მხარედ მივიჩნევ იმას რომ მოსწავლეთა აქტიურობის გამო ყურადღებიდან გამომჩა ორი  ნაკლებად აქტიური მოსწავლე და ასევე ჯგუფური მუშაობისას ერთ-ერთი  ჯგუფისთვის მომიწია ქცევის წესების რამდენჯერმე შეხსენება.შემდეგი გაკვეთილისთვის გავითვალისწინებ აღნიშნულ ხარვეზს და ვიმუშავებ უფრო ბევრს რათა აღმოიფხვრას სრულად ჯგუფური მუშაობისას ქცევის წესების დარღვევა.ასევე კოლეგების შეხედულებებსა და რჩევებს დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში.
პედაგოგი:                                          /ვ. მასურაშვილი/
30.04.2019




No comments:

Post a Comment