მთავარი

ოლიმპიადა 2019


დამატებითი გაკვეთილებისათვის მოსწავლეთა
მომზადება

ქინგსის ოლიმპიადისთვის მოსწავლეების მომზადება
შპს დავით აღმაშნებლის სახელობის სკოლა ლიცეუმი
თარიღი: 10  აპრილი 2019 წელი
საგანი: ინგლისური ენა
პედაგოგი: ვერიკო მასურაშვილი
კლასი: მე- 3 ა კლასი

სკოლის დასახელება

შპს დავით აღმაშნებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი

პროგრამის დასახელება
ინგლისური ენა - კლასგარეშე საქმიანობა

კონკურსებისათვის / ოლიმპიადებისათვის/
შეჯიბრებისათვის
მოსწავლეების მომზადება
პროგრამის ტიპი
კლასგარეშე დაატებითი საქმიანობა მოსწავლეებთან
(მე-3 ა  კლასის  5 მოსწავლე)
პროგრამის ხანგრძლივობა
1 თვე ( 4  მარტი-5 აპრილი)
სწავლების ენა
ინგლისური ენა
პროგრამაზე დაშვების მოთხოვნები,წინაპირობები
·         მოსწავლეების მოთხოვნილებები,ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები
·         კონკურსებისათვის / ოლიმპიადებისათვის/ შეჯიბრებისათვის მოსწავლეების მომზადება
პროგრამის მიზნები და ამოცანები
·         გრამატიკული,ლექსიკური ცოდნა;
·          მართლწერისა და  მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა
·         მოდელის მიხედვით  სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტების შედგენა.
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
·         ტექნოლოგიური შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება;
·         მოსწავლეთა შეასძლებლობებისა და ინტერესების განვითარება;
·         მოსწავლეთა აზოვნების უნარის განვითარება;
·         დროის მართვის უნარის განვითარება;
ძირითადი უნარ-ჩვევები,რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს პროგრამა:
ენობრივი ცოდნა და უნარები
·          ლექსიკურიცოდნა;
·         გრამატიკულიცოდნა;
·         მართლწერა.
კომუნიკაციური უნარები
·         კითხვა-გაგება;
კულტურა
·         შესწავლილი საკითხების ცოდნა
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები
·         შემოქმედებითობა;
·         თანამშრომლობა(მეწყვილესთან,ჯგუფისწევრებთან);
·          სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების);
დამოკიდებულება
·         კორექტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში
·         დროის მართვა

როგრამაში გამოყოფილი მიმართულებები
·         გრამატიკული- ექსიკური ცოდნა;
·         მართლწერია
სწავლების მეთოდები და სტრატეგიები
·         ურთიერთსწავლება
·         საერთო საკლასო მუშაობა
·         ინდივიდუალური მუშაობა
·         ჩანაწერების გაკეთბა
·         ტესტებზე მუშაობა.
·         ნასწავლის გამეორება
·         კარნახით წერა,
·         სურათების დაკავშირება სიტყვებთან
·         შეჯამება
·         ინგლისურის ქართულ მნიშვნელობებთან შსაბამისობა.
პროგრამის შინაარსი მიმართულების მიხედვით და მიმართულების მიზნები
       პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები  შეძლებენ:

1.       გრამატიკული ცოდნა
·         პირის ნაცვალსახელების ამოცნობას,არსებითი სახელის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის გარჩევას;
·         ზმნის უღლება
კუთვნილებითი ნაცვალსახელის ამოცნობას.
·         შეთანხმება პირში, რიცხვსა და სქესში ზედსართავ და რიცხვით სახელთან.
·         ნაცვალსახელების სწორად გამოყენება წინდადებაში,თანდებულები და მათი გამოყენება სახელების ბრუნების დროს

2. ლექსიკური ცოდნა
·         სურათების გამოყენებით მათი  ვერბალური დასახელება.
·         სიტყვების სურათებთან დაკავშირება.
·         სურათის აღწერასა და კითხვაზე პასუხის სწორად გაცემა

3. უცნობი ტექსტის წკითხვა და გაანალიზება
·         კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით მთლიანობაში დააკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს - მსხვილ შრიფტს და სხვა)
·         ამოიცნობს ორ-სამ წინადადებიან მიკროტექსტის შინაარსს;
4.კომბინირებული დავალებები-
·         პრაქტიკული წერითი სავარჯიშოების შესრულება, ტესტების წერა.
·         ისტ –ის გამოყენება ლექსიკურ- გრამატიკული საკითხებისა და ტექსტის დასამუშავებლად;



N
თემა
მიზანი
აქტივობა
რესურსი
დრო
1
გრამატიკული ცოდნა
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
აქტივობა 1მოსწავლეები ასხვავებენ ერთმანეთისაგან პირის ნაცვალსახელებს და კუთვნილებით ნაცვალსახელებს.

აქტივობა 2.მოსწავლეები ილუსტრირებული მასალის საშუალებით  იყენებენ ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;

აქტივობა 3.მოსწავლეები ასრულებენ ონლაინ ტესტებს სადაც ევალებათ განსაზღვრონ არსებითი სახელის რიცხვი.თვლადი /უთვლადი ,მხოლობითი მრავლობითი.

აქტივობა.4.ინტერნეტ რესურსით სახალისო ელექტრო გრამატიკული ტესტების წერა.ელექტრო წიგნის   მრავალფეროვანი გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება კინგსის პროგრამის გამოყენებით.

აქტივობა5.წინადადებაში ზმნის სწორი ფორმით ჩასმა,პირისა და რიცხვის შეწყობა.

საშინაო დავალება:.
სახალისო ონლაინ  გრამატიკული ტესტების წერა 10 მაგალითი.( ამობეჭდილი დამატებითი ასალა )

ჭკვიანი დაფა ,ისტი, პროექტორი,www.kings2018.ge.
ტესტების კრებული,ელექტრო წიგნი .ონლაინ ტესტები.კინგსის ტესტების ნიმუშები გასული წლებიდან
1- 7;
19-27 03.2019
2
ლექსიკური ცოდნა
Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.

Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.





Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.




Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება


აქტივობა 3.მოსწავლეები აკავშირებენ(ხაზით.ისრით) ილუსტრირებულ ბარათებს(ცხოველები/ბუნება) მათ ორთოგრაფიულ ხატთან
აქტივობა 4.ეკრანზე ნაჩვენებია სიტყვათა ჩამონათვალი მოსწავლეებს ევალებათ იპოვონ ნაცნობი სიტყვები სწორი ასოთა წყობით.
აქტივობა 5.ეკრანზე გამოსახულია მაგალითები სადაც მოსწავლეს ევალება შადაროს ერთმანეთს სიტყვის შემადგენელი ასოების და ბგერების რაოდენობა და გამოაქვს სათანადო დასკვნა .მაგალითად: მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ რომ ერთო ასო არ იკითხება ან ორი ასო ერთ ბგერად იკითხება.
აქტივობა 6. მოსწავლეებს ეძლევათ დრო 1 წუთი და ევალებათ რომ თითო მოსწავლემ სიტყვებით ააწყოს 2 წინადადება .

საშინაო დავალება.
ნახატს შეუსაბამონ სიტყვა რომელიც ორთოგრაფიულად მართებულია.

ჭკვიანი დაფა ,ისტი, პროექტორი,www.kings2018.ge.
ტესტების კრებული,
ელექტრო წიგნი .ონლაინ ტესტები.
15 -26 03.2019
3
წაკითხულის გააზრება
Iუცხ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.
აქტივობა1. მოსწავლეები კითხულობენ რიგ-რიგობით ეკრანზე გამოსახულ მცირე ზომის ტექსტს  და კითხვებზე პასუხობენ. (ვინ,სად,როდის და ა.შ.)ან ირჩევენ პასუხს,მონიშნავენ,ან შემოხაზავენ.

აქტივობა 2.მოსწავლე კითხულობს წინადადებებს და შემდეგ პოულობს ტექსტში და უთითებს შსაბამის აბზაცს.
საშინაო დავალება.
მცირე ზომის ტექსტის წაკითხვა
კითხვებზე პასუხის გაცემა ,
პასუხის ტექსტში მოძებნა და ხაზის გასმა.


ჭკვიანი დაფა ,ისტი, პროექტორი,www.kings2018.ge.
ტესტების კრებული,ელექტრო წიგნი .ონლაინ ტესტები.
28.03- 5.04.
2019
4
შემაჯამებელი შეხვედრა
საბოლოო შეხვედრაზე მოწმდება გარკვეული ნამუშევრების შედეგები
ანლოგიური ტესტების საშუალებით  მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ ტესტს.
სამუშაო ამობეჭდილი ტესტების ვარიანტი
6 .04
2019








კინგსის ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამის რეფლექსია
2019 წლის 24 მარტსა  ჩატარდა კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველი ტური ხოლო 7 აპრილს მეორე ტური,სადაც მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა,ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება,საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენება და დროის მენეჯმენტის შემუშავება.
კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.მოსწავლეებისათვის მამოტივირებელი აღმოჩნდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დავალებების შესრულება 
თავდაპირველად მეცადინეობა დავიწყეთ ლექსიკური ერთეულების გახსენებით ,სურათების აღწერით,სიტყვისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირებით .თანდათან გავართულეთ დავალება .მარტივი სურათების აღწერისას  ნელნელა გრამატიკის წესები მოვიშველიეთ.
 მოსწავლეებს ვეხმარებოდი მათთვის რთული საკითხების დაძლევაში. საინტერესო აღმოჩნდა სიტყვის სწორად წერის წესების დაცვა - მართლწერის საკითხებიასევე ძალიან გაუადვილდათ ლექსიკური ერთეულების გამოცნობა.
მინდა ავღნიშნო რომ შედარებით გაურთულდათ გრამატიკული ნაწილის შესრულება.მას შემდეგ რაც ავუხენი თუ როგორი მუშაობაა საჭირო ამ ტიპის დავალების შესასულებლად შედარებით გაუადვილდა.
მინდა ავღნიშნო, რომ ოლიმპიადისათვის მზადების პროცესში ძლიერ მხარედ  მივიჩნევ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში,ჩემ მიერ მიცემულ დეტალურ ინსტრუქციებსა და მრავალფეროვან თვალსაჩინოებას, რამაც მოსწავლეთა ჩართულო  და ინტერესი გაზარდა.
მომავალში მეტ დროს დავუთმობ გრამატიკული საკითხების შესრულებას . კლასში შევიტან  დამატებით ვიდეო რესურსს რათა ადვილად დაიმახსოვრონ ზმნის ფორმები,  რაც იქნება  მათი ასაკისა და საჭიროებების შესაბამისი .
ამრიგად,მოსწავლეთა უმრავლესობამ ოლიმპიადაში  უმაღლესი ქულები მოიპოვეს. ნაწილმა  მოიპოვა გრანტი  ბანაკში გასამგზავრებლად .
ვთვლი რომ მოსამზადებელმა დრომ ნაყოფიერად ჩაიარა და შედეგებიდან გამომდინარე მიზანს მივაღწიე.მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით აღივსნენ და დიდი მონდომებით ელოდებიან ახალ სასწავლო წელს რათა კიდევ აქტიურად ჩაერთონ კონკურსებისათვის და ოლიმპიადებისათვის მოსამზადებელ მეცადინეობებში .


მასწავლებლის ხელმოწერა :                                                       /ვ. მასურაშვილი/



No comments:

Post a Comment