მთავარი

Thursday, January 10, 2019

კათედრა

შპს „ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“
უცხო ენების კათედრის 2017-2018 სასწავლო წლის
მუშაობის სამოქმედო გეგმა
(1 სემესტრი)

N
თარიღი
განსახილველი თემები
პასუხისმგებელი პირი
1
სექტემბერი
1.       კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2.       კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3.       გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა/განხილვა;
4.       პედაგოგთა საათების საორიენტაციო განაწილება;
5.       შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;
6.       სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;

კათედრის თავმჯდომარე
ვერიკო მასურაშვილი
2

ოქტომბერი
  1. ეროვნული და კერძო  ოლიმპიადებისათვის მოსწავლეების მომზადების საკითხის  განხილვა;
  2. პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების დაგეგმვა;
  3. კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების დაგეგმვა;
4.       სხვა მიმდინარე საკითხები.

კათედრის თავმჯდომარე
ვერიკო მასურაშვილი
3

დეკემბერი
  1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვა;
  2. I  სემესტრის  შედეგების  განხილვა;
  3. შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;
4.       სხვა მიმდინარე საკითხები.

კათედრის თავმჯდომარე ვერიკო მაურაშვილი
(II სემესტრი)

N
თვე
განსახილველი თემები
პასუხისმგებელი პირი
1

იანვარი
1.       სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა;
  1. კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების განხილვა;
3.       სხვა მიმდინარე საკითხები.

კათედრის თავმჯდომარე
ვერიკო  მასურაშვილი




2
ივნისი
1.       მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების  განხილვა;
2.       II სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;
3.       სხვა მიმდინარე საკითხები.


.
კათედრის თავმჯდომარე
ვერიკო მასურაშვილი








შპს „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“  უცხო ენების  კათედრის სხდომის
ოქმი 1

ქ. მარნეული                                                                                        7.09.2017წ.

სხდომის დაწყების დრო: 11:00 სთ

სხდომას ესწრებოდნენ: დირექტორი ბატონი ისმაილ ოზქანი
დირექტორის მოადგილე ქალბატონი ქეთევან ჭანტურია
კათედრის წევრები: არზუ ალაგეზოვა, ვერიკო მასურაშვილი, აიგუნ ისმაილოვა

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:

სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

მომხრე 6 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

დღის წესრიგი:
1.       კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2.       კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3.       გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა;
4.       პედაგოგთა საათების საორიენტაციო განაწილება;
5.       შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;
6.       სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;





საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა
მომხსენებელი: შპს „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ დირექტორის მოადგილე - ქ. ქეტევან ჭანტურია

მოისმინეს:  ქალბატონმა ქეთევან ჭანტურიამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნ  ქეთევან ჭანტურიამ დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;    

ქალბატონმა ქეტევან ჭანტურიამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ისიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ და მოუწოდა კათედრის წევრებს წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები.

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ინგლისური ენის მასწავლებელმა არზუ ალაგეზოვამ კათედრის  თავმჯდომარედ დაასახელა ნინო დათოშვილი, ხოლო მდივნად ვერიკო მასურაშვილი. მან ხაზი გაუსვა დასახელებული კანდიდატების  განათლებას, გამოცდილებას, მათ კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
სასწავლო წლის ვადით  უცხო ენების    კათედრის     თავმჯდომარედ  არჩეულ იქნეს ვერიკო მასურაშვილი.     კათედრის მდივნად   არზუ ალაგეზობა

მომხრე 4
წინააღმდეგი- 0

საკითხი  N2.  კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება
მომხსენებელი:  კათედრის თავმჯდომარე ვერიკო მასურაშვილი
მოისმინეს:  კათედრის თავმჯდომარემ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.

კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო  2017-2018 სასწავლო წლის კათედრის  სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.
აზრი გამოთქვა: არზუ ალაგეზოვამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას და ასევე მიმართულებას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით

კენჭისყრის   შედეგები:
მომხრე 6
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: დამტკიცდეს უცხო ენების კათედრის 2017-2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.


საკითხი N3.გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევა
მომხსენებელი: შპს „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ უცხო ენების კათედრის თავმჯდომარე  ნინო დათოშვილი.

მოისმინეს: ქალბატონმა  ვერიკო მასურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N 36/ნ ბრძანების დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან 5 წლის განმავლობაში’’. შპს ,,დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა“  2011-2012 და 2012-2013 სასწავლო წელს აირჩია გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლითაც უნდა ასწავლონ 5 წლის განმავლობაში.  შესაბამისად 2016-2017 სასწავლო წლისთვის ვადა გაუვიდა I-VI კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, რომელიც უცვლელად დატოვა სკოლამ ახალი სახელმძღვანელოების არსებობის გამო.
რაც შეეხება VII-XII კლასის  სახელმძღვანელოებს, კათედრის სხდომის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, ასევე უცვლელად დარჩეს VII-XII კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხაც და 2017-2018 სასწავლო წლისათვის სწავლება განახორციელონ იგივე გრიფირებული სახელმძღვანელოებით.

ქალბატონმა ვერიკო მასურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელს უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.    

აღნიშნულიდან გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა დამხმარე სახელმძღვანელოების შერჩევა.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
2017-2018 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების ნუსხა  განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად.                                                                                

მომხრე   6
წინააღმდეგი- 0
საკითხი N4. პედაგოგთა საათების საორიენტაციო განაწილება
მომხსენებელი: შპს „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ დირექტორი -ბატონი ისმაილ ოზქანი

მოისმინეს:   ბატონმა ისმაილ ოზქანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.

კათედრის წევრები გაეცნენ სავარაუდო საათობრივ ბადეს და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგნაირად:  
არზუ ალაგეზოვა  (           )კვირაში 6 სთ (კლასების მიხედვით მიუთითეთ)
ვერიკო მასურაშვილი             კვირაში 6 სთ.
ნინო დათოშვილი   კვირაში 6სთ.
აიგუნ ისმაილოვა            კვირაში  სთ.

მომხრე 4 მასწავლებელი
წინააღმდეგი- 0


საკითხი  N5.  შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე ნინო დათოშვილი

მოისმინეს:  ქალბატონმა ვერიკო მასურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას  შეახსენა,  რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ შესაბამისად, თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. კერძოდ, კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. კათედრის ფუნქციაა, კოორდინირება გაუწიოს მასწავლებელების მიერ შემაჯამებელი დავალებების ჩატარებას და მოახდინოს შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი.
უცხო ენების კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა  სკოლის  დირექციასთან  ერთობლივად  შემუშავებული  შემაჯამებელი დავალების ანალიზების ფორმების გადახედვა, (იხ.  შემაჯამებელი  დავალების  ანალიზის   სქემები),  რომლის  მიხედვითაც  უნდა   იხელმძღვანელონ  მასწავლებლებმა მიმდინარე სასწავლო წელს.

აზრი გამოთქვა: ვერიკო მასურაშვილმა აღნიშნა,  რომ  შემაჯამებელი  დავალებების ანალიზი გვიჩვენებს  მოსწავლეების  მიერ   მიმდინარე  თემების   ათვისების  ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს ინდივიდუალურად იმუშავოს მოსწავლეებთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის              
                        
       კენჭისყრის შედეგები:
მომხრე:   5
წინააღმდეგი: 0
   
დაადგინეს: კათედრის   წევრებმა  იხელმძღვანელონ   წარმოდგენილი  შემაჯამებელი  დავალების ანალიზების   ფორმებით ( იხ.  შემაჯამებელი დავალების ნიმუში (დანართი N3))



საკითხი N6.   სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება
მომხსენებელი: შპს „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ უცხო ენების   კათედრის თავმჯდომარე ნინო დათოშვილი.

მოისმინეს:   ქალბატონმა ვერიკო მასურაშვილმადამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი. შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები.

მან ასევე ისაუბრა კოორდინირებული მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა თემებზე ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია თითოეული მასწავლებელი ჩაერთოს და  სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განახორციელოს.

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში განსახორცელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები.

აზრი გამოთქვა: აიგუნ ისმაილოვამ აღნიშნა, რომ  ღია გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეები ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს ხელს უწყობს პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე კონკრეტულ თემაზე ახდენს  კონცენტრირებას  და მეტად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამასთანავე კლასი აქტიური ხდება  ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისითაც.
თავმჯდომარემ  კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მომხრე 6
წინააღმდეგი- 0



დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.


სხდომის დასრულების დრო 13:00 სთ

კათედრის თავმჯდომარე: ვერიკო მასურაშვილი

მდივანი: არზუ ალაგეზოვა




No comments:

Post a Comment