მთავარი

სასწავლო პროექტი 2019


სასწავლო პროექტის გეგმ
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ვერიკო მასურაშვილი
რაიონი
მარნეული
სკოლა
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
ქალაქი
მარნეული
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ქვეყანა, რომელიც ძალიან მომწონს თავისი ტრადიციებითა და კულტუურული ღირსშესანიშნაობებით
თემის შინაარსი
მოსწავეები ასახელებენ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერეო ქვეყანას.საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით მოიძიებენ  ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ,შეაგროვებენ და გომოიყენებენ პრეზენტაციის მოსამზადებლად.შეადგინეს მცირე ზომის ბუკლეტები და ტურისტული მარშრუტები.გააკეთეს თითოეული ქვეყნის კერძების მენიუ.შეადგინეს ჩამონათვალი უცხოენოვანი ქვეყნების დღესასწაულებისა  და ზეიმებისა; ფულის ერთეულების. მოაწყეს  პრეზენტაცია ტექნოლოგიების მრავალფეროვანი ეფექტების გამოყენებით.  ეს პროექტი მათ დაეხმარებათ უკეთ შეისწავლონ ტექნოლოგიები და ინგლისური ენა.
საგანი
ინგლისური ენა  და ინფორმატიკა
დონე/კლასი  
  მე-6 კლასი.. დაწყებითი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 დან 3 კვირამდე 45 წუთიანი გაკვეთილები.
თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ინფორმაციულ საკომუნიქაციო  ტექნოლოგიების გამოყენებით საჭირო ინფორმაციის შექროვება,გადარჩევ. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ვიზუალური ეფექტის შექმნა ,პრეზენტაციის მომზადება - წარდგენა
თანამედროვე ტექნოლოგიების უკეთ გასაგებად მოსწავლეები გამოიყენებენ ინფორმატიკასა და ინგლისურ ენაში მიღებულ ცოდნას ,შეძლებენ პრაქტიკაში გამოყენებას . გაიღრმავებენ ცოდნას ისტ - ში და ინგლისურ ენაში.
ეს პროექტი მათ დაეხმარებათ უკეთ შეისწავლონ ინგლისური ენა აინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითარონ  გუნდური მუშაობის უნარი.






მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები


Iუცხ.დაწყ.(II).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა
რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმასვამს/პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობი თემის (მაგ., სტუმრად ქალაქში/ სოფელში, საყვარელი საქმიანობა/ გართობა, საყვარელი გადაცემები და სხვა) გარშემო;
·         გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას, ემოციას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით;
Iუცხ.დაწყ.(II).11. მოსწ
ავლემ უნდა შეძლოს ნასწავლი სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება, პარალელების გავლება უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის.
·         მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ; 
·         ავლებს პარალელებს  უცხო და მშობლიურ კულტურულ და სოციოკულტურულ კონტექსტებს შორის და პოულობს მსგავსება-განსხვავებებს (მაგ., სახელმწიფო სიმბოლოები, ეროვნული ვალუტა, ტრადიციული ჩაცმულობა, სუვენირები, ლეგენდა და სხვა);
·          გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ;  მოიძიებს დამატებით ცნობებს;
Iუცხ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.
მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით   განხორციელების კრიტერიუმებს, გეგმავს პროექტის  განხორციელების ეტაპებს;
·         ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას, რომლის განსაზღვრა-განაწილებაში მონაწილეობს გუნდის ყველა წევრი მასწავლებლის დახმარებით;
·          მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს; 
·         გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს, დაამუშავებს მოძიებულ მასალას, აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

Iუცხ.დაწყ.(II).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სტრატეგიებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების (ბეჭდვითი და მულტიმედიური რესურსების, ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ)) გააზრებულად გამოყენება.
·         იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას გრამატიკულ მოვლენებში გასარკვევად: კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს და იყენებს ენობრივ მექანიზმებს; ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ მოვლენებს; იყენებს სქემებს, ტაბულებს, კლასიფიკაციებს, სტრუქტურულ მოდელებს; 
·          ქმნის ოპერატიულ რესურსებს (მაგ., ანბანურ/თემატურ ლექსიკონს, პლაკატს, მარტივ სქემას, კითხვარს და სხვ) და იყენებს მათ.

21- საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევები
     21- საუკუნეში მნიშვნელოვანია ისეთი უნარების მრავალმხრივი განავითარება, როგორიცაა ცოდნის კონსტრუირება, სწავლის პროცესში ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
1.  სამეტყველო ფუნქციები
1.1. სოციალური ურთიერთობები
1.2. ინფორმაციის გაცვლა
1.3. აღწერა/დახასიათება
1.4. გემოვნება
1.5. საჭიროება/სურვილი/მოთხოვნილება

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რომელია ის ქვეყანა რომელიც ძალიან მოგწონთ და
რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის ეს ქვეყანა.
რა მნიშვნელოვანი ფაქტები იცით ამ ქვეყნების შესახებ
თემატური კითხვები

რომელიამ თქვენი საყვარელი ქვეყნის დედაქალაქი?
რა იცით მათი ტრადიციების შესახებ?

შინაარსობრივი კითხვები
გეხმარებათ თუ არა ტექნოლოგიები მეტი ინფორმაციის შეგროვებაში თქვენთვის საინტერესო ამბების შესაგროვებლად?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე                                                     მოსწავლეები
მუშაობენ პროექტებზე      პროექტზე მუშაობის დასრულების და ასრულებენ დავალებებს                                                შემდეგ







გონებრივი იერიში.
მოსწავლეებს თავაზობ დაასახელონ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქვეყნები,ვუსვამ კითხვას რა იციან ამ ქვეყნების შესახებ :
ვთავაზობ სააზროვნო რუკას ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე.
და ვიგებ მათი ინტერესის ობიექტებს

პროექტის გეგმა.
მასწავლებლის რეკომენდაციებით ვაყალიბებთ ბროექტის გეგმას და მიზნებს.

განსაზღვრავენ პროექტზე მუშაობის მიზანს. დაკვირვების  კითხვარები.
პრეზენტაციაზე მუშაობა და ინფორმაციის შეგროვება ისტ-ის გამოყენებით .რეკომენდაციების მიცემა.

ჯგუფებში ინაწილებენ როლებს.  მასწავლებლის კონსულტაცია.





პრეზენტაციის გაშუქება ტექნოლოგიების გამოყენებით.
მომზადებული ვიდეო მასალის წარდგენა,
თანაკლასელების მიერ კითხვების დასმა და ამომწურავი პასუხების მიღება პროექტთან და თემასთან დაკავშირებით.
პროექტის შეფასება.
დამკვირვებლების რეკომენდაციების მიწოდება მოსწავლეებს
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
ზოგადი კითხვის დასმა კლასში თემასთან დაკავშირებით,რა იცით და რა გინდათ იცოდეთ.აწარმოონ დაკვირვების
ჟურნალი.შეადგინონ მასწავლებელთან ერთად გეგმა თუ რა იციან,რა უნდა იცოდნენ და რას ისწავლიან ამ პროექტზე მუშაობის პროცესში.მასწავლებელი აძლევს ჩეკლისტს თუ რით იხელმძღვანელონ,უსვამს კითხვებს და ამოწმებს მათ მუშაობას..პრეზენტაციის გაკეთება თემასთან  დაკავშირებით
პრტოექტის მსვლელობისას ვიყენებთ შეფასების შემდეგ ფორმებს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შეფასებ. მოსწავლეთა თვითშეფასების რეფლექსია . თანატოლთა შეფასება,მასწავლებლის შეფასება.
ზოგადი კითხვის დასმა კლასში თემასთან დაკავშირებით,რა იცით და რა გინდათ იცოდეთ.აწარმოონ დაკვირვებ. ჯგუფები უკუკავშირის გაზიარებისას გამოიყენებენ
სტრატეგიას 3-2-1.
3 შეკითხვა ;
2 კომენტარი;
1 რჩევა;

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
ამ დროისათვის მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას თავისუფლად POWERPOINT -ში და მუშაობას.SLIDE -ებით პრეზენტაციების კეთებას. VIDEOS გამოყენებას POWERPOINT-ში.
სასწავლო პროცედურები
სასწავლო თემის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს წარვუდგენ              ავსტრალიის მნიშვნელოვანი ,კულტურული-ღირსშესანიშნაობების შესახებ ვიდეო მასალა. ვუსვამ  კითხვას თუ  რომელი ქვეყნა იქნებოდა ყველაზე საინტერესო მათთვის.დასახელების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზებ სააზროვნო რუკას ,რაც გაუმარტივებთ დასახული მიზნისკენ სვლას და დავიწყებთ პროექტზე მუშაობას საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.ვაკეთებთ პროექტზე მუშაობის გეგმის მონახაზს.მოსწაველები დაიყოფიან   ჯგუფებად ,გადაინაწილებენ  როლებს  მათი  ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
დროდადრო ვიკრიბებით, ვახორციელებ მონიტორინგს.ვაძლევ რეკომენდაციებს, რაც ეხმარება თითოეულ მოსწავლეს დაკისრებული სამუშაოს ეფექტურად წარმართვაში.
გაიმართება პრეზენტაცია.თითოეული ჯგუფის მიერ პრეზენტაციის დასრულებისას მოსწავლეები კითხვა პასუხის რეჟიმში იღებენ ამომწურავ ინფორმაციას წარდგენილ თემაზე.ბოლოს ჯგუფები აფასებენ თანატოლთა პროექტებს .მასწავლებელი აწვდის სათანადო რეკომენდაციებს და უკუკავშირს.


დიფერენცირებული სწავლება
მოსწავლეთა
 საჭიროებების გათვალისწინებით
დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. კომპიუტერი ;ინტერნეტ კავშირი,ინტერნეტ ძიება. ზეპირი გამოკითხვა, ვმუშაობთ უცხო სიტყვატა ლექსიკონზე და ვახდენთ სიტუაციების გათამაშებას, რაც გვეხმარება შინაარსის აღქმაში. (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).
მაღალი
აკადემიური

მოსწრების მოსწავლეები
მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდების გამოყენებისთვის, მაღალი მოსწრების მოსწავლეებს ვუთითებ  ამოცანას დამოუკიდებლად გაართვან თავი.მოიძიონ ინფორმაციაა დაამუშაონ, გამოკვეთონ საჭირო ინფორმაცია , დაიხმარონ ელექტრონული ლექსიკონები.მონიტორინგის საშუალებით დროდადრო ვაძლევ რეკომენდაციებს
გააფორმონ პროექტის დიზაინი. სრულყოფილად მოამზადონ პრეზენტაცია ისე რომ პრეზენტაციისას ნაკლებად  იყოს გრამატიკული შეცდომები დაშვებული.ისაუბრონ გამართულად .გამოიყენონ ტექნოლოგიები  რესურსებისთვის. 
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
ü   ფოტოკამერა  
ü  კომპიუტერი (ები) 
ü  საბეჭდი მანქანა/პრინტერი 
ü  ვიდეოკამერა 
ü  ციფრული კამერა 
ü   პროექტორი 
ü   ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
ü  სკანერი   სხვა      

ü  ინტერნეტკავშირი  


ტექნოლოგია                 პროგრამული    უზრუნველყოფა              (მონიშნეთ          პროექტის           ფარგლებში                 გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
ü  მონაცემთა  ფოტო/სურათების დამუშავება
ü  ბაზა/ცხრილები
ü  ინტერნეტძიება  
ü  POWERPOINT პროგრამა
ü  მულტიმედია  და სხვა  პროგრამები 
ბეჭდვითი მასალები
პრინტერი,ინტერნეტ კავშირი ,ციფრული კამერა.
ინვენტარი/მასალები
კომპიტერი,პროექტორი,ეკრანი,პროექტორი,ციფრული კამერა.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა. პედაგოგები,მოსწავლეები,სხვა კლასის მოსწავლეები და ..






        
  გონებრივი იერიში- სააზროვნო რუკა MindMap

პროექტისშფასებისრუბრიკა რუბრიკა

პროექტზე მუშაობის პროცესი



:

No comments:

Post a Comment