მთავარი

Tuesday, January 8, 2019

კონკურსები და ოლიმპიადები


დამატებითი გაკვეთილებისათვის მოსწავლეთა
ლიმპიადისათვის მომზადება

კონკურსებისათვის / ოლიმპიადებისათვის/
შეჯიბრებისათვის
მოსწავლეების მომზადება
შპს დავით აღმაშნებლის სახელობის სკოლა ლიცეუმი
თარიღი:
საგანი: ინგლისური ენა
პედაგოგი: ვერიკო მასურაშვილი
კლასი: მე- 2-;მე-2

სკოლის დასახელება

შპს დავით აღმაშნებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი

პროგრამის დასახელება
ინგლისური ენა - კლასგარეშე საქმიანობა

კონკურსებისათვის / ოლიმპიადებისათვის/
შეჯიბრებისათვის
მოსწავლეების მომზადება
პროგრამის ტიპი
კლასგარეშე დაატებითი საქმიანობა მოსწავლეებთან
(მე-2 ა და მე-2 ბ კლასები სრული შემადგენლობით)
პროგრამის ხანგრძლივობა
2 თვე (თებერვალი - მარტი)
სწავლების ენა
ინგლისური ენა
პროგრამაზე დაშვების მოთხოვნები,წინაპირობები
·         მოსწავლეების მოთხოვნილებები,ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები
·         კონკურსებისათვის / ოლიმპიადებისათვის/ შეჯიბრებისათვის მოსწავლეების მომზადება
პროგრამის მიზნები და ამოცანები
·         მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
·         ტექნოლოგიური შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება;
·         მოსწავლეთა შეასძლებლობებისა და ინტერესების განვითარება;
·         მოსწავლეთა აზოვნების უნარის განვითარება;
·         მოტივაციის ამაღლება;
·         დროის მართვის უნარის განვითარება;
ძირითადი უნარ-ჩვევები,რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს პროგრამა:
1.მსჯელობა - დასაბუთება;
·         ვარაუდის გამოთქმა არჩეული სტრატეგიის უპირატესობისა და გამოყენების  განხილვა; მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანობის დადგენა;
·         მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება (აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა და სხვა);

2. დამოკიდებულება
·         კორექტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში
·         დროის მართვა

როგრამაში გამოყოფილი მიმართულებები
·         გრამატიკული- ექსიკური ცოდნა;
·         წაკითხულის გააზრება
სწავლების მეთოდები და სტრატეგიები
·         ურთიერთსწავლება
·         საერთო საკლასო მუშაობა
·         ინდივიდუალური მუშაობა
·         ჩანაწერების გაკეთბა
·         ტესტირება ცოდნის შესამოწმებლად
·         შეჯამება
პროგრამის შინაარსი მიმართულების მიხედვით და მიმართულების მიზნები
       პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები  შეძლებენ:

1.       გრამატიკული ცოდნა
·         სახელის და ზმნის კატეგორიების გახსენებას და წინადადებაში სწორად გამოყენებას.
·         შეთანხმება პირში, რიცხვსა და სქესში ზედსართავ და რიცხვით სახელთან.
·         ნაცვალსახელების სწორად გამოყენება წინდადებაში,თანდებულები და მათი გამოყენება სახელების ბრუნების დროს

2. ლექსიკური ცოდნა
·         სურათების გამოყენებით მათი  ვერბალური დასახელება.
·         სიტყვების სურათებთან დაკავშირება.
·         სურათის აღწერასა და კითხვაზე პასუხის სწორად გაცემა

3. უცნობი ტექსტის წკითხვა და გაანალიზება
·         კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით მთლიანობაში დააკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს - მსხვილ შრიფტს და სხვა)
·         ამოიცნობს ორ-სამ წინადადებიან მიკროტექსტის შინაარსს;
4.კომბინირებული დავალებები-
·         პრაქტიკული წერითი სავარჯიშოების შესრულება, ტესტების წერა.
·         ისტ –ის გამოყენება ლექსიკურ- გრამატიკული საკითხებისა და ტექსტის დასამუშავებლად;



N
თემა
მიზანი
აქტივობა
რესურსი
დრო
1
გრამატიკული ცოდნა
უცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.
აქტივობა 1.მოსწავლეები ასრულებენ სავარჯიშოებს  დაფაზე გამოსახულ მონიტორზე სადაც ევალებათ გამოიყენონ ზმნის ნასწავლი ფორმები აწმყო, წარსულ  დროის გამოსახატად;აღნიშნულ დავალებას ერთვის სურათი, რომლის საშუალებით უადვილდება მოსწავლეს მიხვდეს და გაიხსენოს სწორად ზმნის დრო.

აქტივობა 2.მოსწავლეები ილუსტრირებული მასალის საშუალებით  იყენებენ ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;

აქტივობა 3.მოსწავლეები ასრულებენ ონლაინ ტესტებს სადაც ევალებათ განსაზღვრონ არსებითი სახელის რიცხვი.თვლადი /უთვლადი ,მხოლობითი მრავლობითი.

აქტივობა.4.ინტერნეტ რესურსით სახალისო ელექტრო გრამატიკული ტესტების წერა.ელექტრო წიგნის   მრავალფეროვანი გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება კინგსის პროგრამის გამოყენებით.

აქტივობა5.წინადადებაში ზმნის სწორი ფორმით ჩასმა,პირისა და რიცხვის შეწყობა.

საშინაო დავალება:.
სახალისო ონლაინ  გრამატიკული ტესტების წერა 10 მაგალითი.(სახალისო მოსამზადებელი ონლაინ ტესტებით უზრუნველყოფილია მოსწავლე  ოლიმპიადის ვებ გვერდის მიერ)

ჭკვიანი დაფა ,ისტი, პროექტორი,www.kings2018.ge.
ტესტების კრებული,ელექტრო წიგნი .ონლაინ ტესტები.კინგსის მოსწავლის პლატფორმა
5- 28 02.2018
2
ლექსიკური ცოდნა
უცხ.დ.2 მოსწავლეს შუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვებისს ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრის გარეშე ) ამოცნობა.

უცხ.დ.2.5 მოსწავლეს შეუძლია სიტყვების ,წინადადებების გაშიფრა - წაკითხვა.

უცხ.დ..II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება
აქტივობა 3.მოსწავლეები აკავშირებენ(ხაზით.ისრით) ილუსტრირებულ ბარათებს(ცხოველები/ბუნება) მათ ორთოგრაფიულ ხატთან
აქტივობა 4.ეკრანზე ნაჩვენებია სიტყვათა ჩამონათვალი მოსწავლეებს ევალებათ იპოვონ ნაცნობი სიტყვები სწორი ასოთა წყობით.
აქტივობა 5.ეკრანზე გამოსახულია მაგალითები სადაც მოსწავლეს ევალება შადაროს ერთმანეთს სიტყვის შემადგენელი ასოების და ბგერების რაოდენობა და გამოაქვს სათანადო დასკვნა .მაგალითად: მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ რომ ერთო ასო არ იკითხება ან ორი ასო ერთ ბგერად იკითხება.
აქტივობა 6. მოსწავლეებს ეძლევათ დრო 1 წუთი და ევალებათ რომ თითო მოსწავლემ სიტყვებით ააწყოს 2 წინადადება .

საშინაო დავალება.
ნახატს შეუსაბამონ სიტყვა რომელიც ორთოგრაფიულად მართებულია.

ჭკვიანი დაფა ,ისტი, პროექტორი,www.kings2018.ge.
ტესტების კრებული,ელექტრო წიგნი .ონლაინ ტესტები.მოსწავლის ელექტრო პლატფორმა
1,2,5,7,16 -03.2018
3
წაკითხულის გააზრება
უცხ.დ..II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება
აქტივობა1. მოსწავლეები კითხულობენ რიგ-რიგობით ეკრანზე გამოსახულ მცირე ზომის ტექსტს  და კითხვებზე პასუხობენ. (ვინ,სად,როდის და ა.შ.)ან ირჩევენ პასუხს,მონიშნავენ,ან შემოხაზავენ.

აქტივობა 2.მოსწავლე კითხულობს წინადადებებს და შემდეგ პოულობს ტექსტში და უთითებს შსაბამის აბზაცს.
საშინაო დავალება.
მცირე ზომის ტექსტის წაკითხვა
კითხვებზე პასუხის გაცემა ,
პასუხის ტექსტში მოძებნა და ხაზის გასმა.


ჭკვიანი დაფა ,ისტი, პროექტორი,www.kings2018.ge.
ტესტების კრებული,ელექტრო წიგნი .ონლაინ ტესტები.მოსწავლის ელექტრო პლატფორმა
19-30
03.2018.
4
შემაჯამებელი შეხვედრა
საბოლოო შეხვედრაზე მოწმდება გარკვეული ნამუშევრების შედეგები
ანლოგიური ტესტების საშუალებით  მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ ტესტს.
სამუშაო ამობეჭდილი ტესტების ვარიანტი
30.03.2018



















კინგსის ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამის რეფლექსია
2018 წლის 25 მარტს ჩატარდა კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადა,სადაც მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა,ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება,საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენება და დროის მენეჯმენტის შემუშავება.
კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.მოსწავლეებისათვის მამოტივირებელი აღმოჩნდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით იმ დავალებების შესრულება რასაც ოლიმპიადის ვებ გვერდი თავაზობდა თითოეულ მოსწავლეს.თავდაპირველად „კინგსის „  ოლიმპიადის ვებ გვერდზე დავარეგისტრირე თითოეული მოსწავლე და ჩემი დახმარებით გავაკეთეთ მოსწავლის პირადი პლატფორმა ,სადაც საშუალება ქონდათ როგორც დამოუკიდებლად ასევე კლასში ჭკვიანი დაფის გამოყენებით შეესრულებინათ ტესტები,ტესტები შედგებოდა ისეთი მიმართულებისაგან როგორიც არის გრამატიკული ცოდნა,ლექსიკური ცოდნა და წაკითხულის გააზრება.
თავდაპირველად მეცადინეობა დავიწყეთ ლექსიკური ერთეულების გახსენებით ,სურათების დასახელებით,სიტყვისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირებით .თანდათან გავართულეთ დავალება .მარტივი სურათების აღწერით ნელნელა გრამატიკის წესები მოვიშველიეთ.მოსწავლეებისთვის საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა რეიტინგულ სიაში მოწინავე ადგილის დაკავება დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში.კინგსის მოსწავლის პლატფორმამ მოგვცა საშუალება თითოეულ მოსწავლეს დაეთვალა ქულები ტესტების შესრულებისას.მოსწავლეებმა  კარგად გაართვეს თავი გრამატიკულ სავარჯიშოებს.
 მოსწავლეებს ვეხმარებოდი მათთვის რთული საკითხების დაძლევაში. საინტერესო აღმოჩნდა წაკითხული ტექსტის გააზრება.მინდა ავღნიშნო რომ შედარებით გაურთულდათ ტექსტის წაკითხვა და პასუხების სწორად გაცემა თუმცა მასშემდეგ რაც ავუხენი თუ როგორი მუშაობაა საჭირო ამ ტიპის დავალების შესასულებლად შედარებით გაუადვილდა.
მინდა ავღნიშნო, რომ ოლიმპიადისათვის მზადების პროცესში ძლიერ მხარედ  მივიჩნევ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში,ჩემ მიერ მიცემულ დეტალურ ინსტრუქციებსა და მრავალფეროვან თვალსაჩინოებას, რამაც მოსწავლეთა ჩართულო  და ინტერესი გაზარდა.
მომავალში მეტ დროს დავუთმობ ტექსტების კითხვას . კლასში შევიტან როგორც დამატებით რესურსს, რათა კიდევ უფრო გაუმარტივდეთ მოსწავლეებს მცირე ტექსტის გააზრება  მათი ასაკისა და საჭიროებების შესაბამისად .
ამრიგად,მოსწავლეთა უმრავლესობამ ოლიმპიადაში  უმაღლესი ქულები მიიღეს (97,96.94...)ნაწილმა  მოიპოვა გრანტი  ბანაკში გასამგზავრებლად .
ვთვლი რომ მოსამზადებელმა დრომ ნაყოფიერად ჩაიარა და შედეგებიდან გამომდინარე მიზანს მივაღწიე.მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით აღივსნენ და დიდი მონდომებით ელოდებიან ახალ სასწავლო წელს რათა კიდევ აქტიურად ჩაერთონ კონკურსებისათვის და ოლიმპიადებისათვის მოსამზადებელ მეცადინეობებში .

No comments:

Post a Comment